მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81161.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დირექტორს და ზოგიერთებს ეჭვის ჭიები შეუსხდნენ; ნელ-ნელა აცქმუტდნენ, აიშალნენ და დაფაცურდნენ.
The manager and some of the others began to have their doubts; they gradually got uneasy, then alarmed and panicky.
81162.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ფული წაიღეს... მართლა წაიღეს... ჰარიქა, გვიშველეთ!
They’ve taken the money… They’ve actually taken it… Hey, help us!
81163.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ოპერატორმა აპარატი შეშფოთებულ მოსამსახურეებს მიუშვირა, ხოლო მათის თამაშით აღტაცებული კვაჭი გაჰკიოდა: – აი, ეგრე! აი, ეგრე!.. მშვენიერია!.. საუცხოვოა... გენიალურია!
The cameraman pointed his camera at the panicking employees and Kvachi, delighted by their acting, yelled: "Yes, that’s good! That’s good! Beautiful! Excellent!… Pure genius"!
81164.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აბა, ეხლა ქუჩის სცენა გადავიღოთ.
Now we’ll film the street scene.
81165.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბანდიტებო, მომყევით!
Robbers, follow me!
81166.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დირექტორი გაფუჭებულ ტელეფონს ეცა, დანარჩენი მოსამსახურენი კვაჭის გამოუდგნენ, მაგრამ კარებში ორი ბანდიტი გადაეღობათ.
The manager picked up the now useless telephone, the other employees chased after Kvachi, but two robbers blocked them in the doorway.
81167.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გვიშველეთ!.. ბანკი გასძარცვეს!.. დაიჭირეთ! დააპატიმრეთ!
Help us! They’ve robbed the bank! Arrest them! Lock them up!
81168.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვიცით, ვიცით! – არხეინად ულვაშებში იღიმებოდნენ პოლიციელები და ადგილიდან არ იძვროდნენ.
"We know, we know," the policeman smiled serenely into their moustaches, not moving a muscle.
81169.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვიცით, რომ სთამაშობთ...
We know you’re acting...
81170.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჯერ იმ კაცის ბრძანება არ მოგვსვლია.
We haven’t had our orders from this man.
81171.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გეუბნებით, მართლა გაგვძარცვეს მეთქი!
I’m telling you they really have robbed us.
81172.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბოლოს, ერთმანეთი ძლივს დააჯერეს და დაიძრნენ, მაგრამ...
Finally they were persuaded of the truth and went into action, but…
81173.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
პატტეს რეჟისორს დღესაც ეძებენ!
They’re still looking for the Pathé film director.
81174.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დიდი საქმეები გამოილია, მცირედი–ბევრს არაფერს იძლეოდა.
There were no big jobs, and the little jobs brought little in.
81175.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დროგამოშვებით კვაჭის სილიბისტროს წერილი წამოეწეოდა ხოლმე.
Occasionally Kvachi got a letter from Silibistro.
81176.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სილიბისტრო იწერებოდა: შვილო კვაჭი, რა დაგარბენიებს საცხა–საცხა, არ მესმის.
Silibistro wrote: "Dear son Kvachi, I can’t understand what makes you keep running God knows where".
81177.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დოუბრუნდი შენს მშობლებს და რასპუტინს, რომელიც იერუსალემიდან დაბრუნდა.
Come back to your parents and to Rasputin, who’s back from Jerusalem.
81178.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გევიგე, რომე ის წმინდა კაცი შენ გკითხულობს და სხვებიც დეგეძებენ.
I hear that the holy man is asking after you and other people are looking for you.
81179.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩვენც დავბერდით, ჩემო კვაჭიკო, და ქე გვინდა სიბერიზა პატარა შენც შეგხედოთ, თვარა მაგისთანა შვილი თუნდ არ გვყოლია.
We’ve aged, my Kvachi, and we’d like to see you a little in our old age, otherwise it feels as if we never had a child.
81180.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
პუპი და ნოტიო ყოველ დღე ტირიან და მოგელიან, მარა არსად მოჩანხარ.
Pupi and Notio cry every day; they’re waiting for you, there’s no sign of you.