მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81181.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ან ერთი წერილიც რავა ვერ გამოგზავნე ამდენ წელიწადში?
Why couldn’t you send a letter in all these years?
81182.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კიდევ ბევრს სწერდა სილიბისტრო და პასუხს ელოდებოდა.
Silibistro wrote a lot more and he was waiting an answer.
81183.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაგრამ კვაჭიმ ვერ მოიცალა და ერთი წერილიც ვეღარ გაუგზავნა.
But Kvachi had no time and he didn’t get round to sending a single letter.
81184.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ შემთხვევით გაიგო, რომ ტანია ბადენ– ბადენში დასახლდა, და თვითონაც უმალ იმ ქალაქში ამოჰყო თავი.
Kvachi learned by chance that Tania had settled in BadenBaden, and soon he too turned up there.
81185.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ძველ მეგობრობას ჟამის ნავლი აჰყარა, ჟანგი და ობი ჩამორეცხა და შეუპოვრობით უწინდელი ნდობა და თანამდებობა დაიბრუნა.
He swept away the ashes covering their old friendship, washed off the rust and the cobwebs, and by his persistence won back the old trust and the position he once held.
81186.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაგრამ როგორ–ღა იკმარებდა გალაღებული და ფრთაგაშლილი ქვეყნის არწივი მხოლოდ ბინას, ჭამა–სმას და ჩაცმა–დახურვას!
But how could a free soaring eagle of this world be satisfied with just board, lodging, and clothing?
81187.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭის ბევრი ფული სჭირდებოდა, ძალიან ბევრი!
Kvachi needed a great deal, a very great deal of money.
81188.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაგრამ ჭირ–ნაჭამმა და ნაცადმა ტანიამ კვაჭის თვიური ჯამაგირი დაუნიშნა და ზედმეტი მანეთიც აღარ გაიმეტა.
But Tania, having had her share of grief and experience, allotted Kvachi just a monthly allowance and not a single rouble extra.
81189.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბევრი უტრიალა კვაჭიმ მობერებულ დედალს, მაგრამ იმ ღვთისნიერ დედაკაცს ქვის გული და რკინის ხასიათი აღმოაჩნდა.
Kvachi tried hard to get round this aging female, but this divine woman turned out to have a heart of stone and will of iron.
81190.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
– კაია! – სთქვა ერთხელ გაბრაზებულმა კვაჭიმ და ბესოს უთხრა: – ბესო, რამდენიმე დღეში ისწავლე ფოტოგრაფიის ხელობა.
"Fine" an enraged Kvachi said at one point, telling Beso: "Beso, you have a few days to learn the art of photography".
81191.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთი კვირის შემდეგ ბესომ კვაჭის მოახსენა: – ფოტოგრაფია შევისწავლე, აპარატიც ვიყიდე.
A week later Beso reported to Kvachi: "I’ve learnt photography and bought a camera".
81192.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დასხდნენ და წაიჩურჩულეს.
They sat down to a whispered conversation.
81193.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთხელ დღისით, როცა კვაჭი და ტანია გახურებულ ალერსში იყვნენ, ტანია უცებ შეჰკრთა და შეშინდა.
One day, when Kvachi and Tania were carried away by mutual affection, Tania suddenly became alarmed and afraid.
81194.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კარების ფარდა შეირხა... რა ამბავია?!
The door curtain moved… What’s going on?
81195.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მოგეჩვენა. ალბათ ნიავმა დაჰბერა.
You’re mistaken, I expect it was the breeze.
81196.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დამშვიდდი, ჩემო სიყვარულო!
Calm down, my love.
81197.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმ დღიდან ტანიას კვაჭი აღარ უნახავს.
After that Tania saw nothing of Kvachi.
81198.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმის მაგივრად მეორე დღეს ბესო მივიდა.
Instead it was Beso who came the next day.
81199.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ფული გვჭირდება, ძალიან გვჭირდება.
We need money, and we need it badly.
81200.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვინ ბრძანდებით? – ეგ სულ ერთია, თუმცა... შეიძლება თქვენვე მიჰხვდეთ.
Who are you? That doesn’t matter, but…you might well guess.