მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81201.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გუშინ კვაჭანტირაძის ოთახში ფარდა რომ ოდნავ შეირხა... – გაეთრიეთ აქედან!
Yesterday, when the curtain moved in Kvachantiradze’s room… Get out of here!
81202.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კეთილი, მივდივარ, მაგრამ ერთი სახსოვარი უნდა დაგიტოვოთ.
All right, I’m going, but there’s a memento I must leave you.
81203.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ფოტოგრაფიული სურათი მიართვა.
He gave her a photograph.
81204.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ტანიამ ოდნავ შეჰკივლა, პირსახეზე ხელები აიფარა; გაწითლდა და სირცხვილის ცეცხლში ჩაიწვა.
Tania gave a little shriek and covered her face with her hands; she blushed, she was burning hot with shame.
81205.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მშვიდობით ბრძანდებოდეთ! დაიცადეთ...
Good day to you, wait a bit…
81206.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რა გნებავთ?.. რამდენი გინდათ?..
What do you want? How much are you asking for?
81207.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეხლავე სამასი ათასი და თვეში ორმოცი ათასი..
Three hundred thousand now, and forty thousand a month.
81208.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შეუძლებელია... ყველაფერი რომ გავყიდო, მაინც ვერ გადაგიხდით.
That’s not possible… Even if I sold everything, I couldn’t pay that.
81209.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვერაფერს დაგიკლებთ, მოიფიქრეთ, ხვალ შემოვივლი.
We wouldn’t be depriving you of anything, think about it, I’ll drop in tomorrow.
81210.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სანამ ტანიამ მამული გაჰყიდა, ერთი თვეც გავიდა.
It took a month for Tania to sell her estate.
81211.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე ბესოს სამასი ათასი ჩააბარა, ნეგატივი გამოართვა და ბადენ–ბადენიდან გაჰქრა.
Then she handed Beso three hundred thousand, received the negative, and vanished from Baden-Baden.
81212.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაგრამ სად დაემალებოდა კვაჭის თვალსა და ცხვირს!
But she couldn’t possibly evade Kvachi’s eye and nose.
81213.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ზოგჯერ იტალიაში, ხან ესპანეთში, ხან კიდევ ეგვიპტეში ის სურათი, მრისხანე მუქარა და მილიონების მადა წინ დაუხვდებოდა ხოლმე.
In Italy, or in Spain, or even in Egypt she would find waiting for her the same photograph, with menacing threats and demands for millions.
81214.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ტანიამაც იმდენი აძლია, რამდენიც შესძლო, თან ბესოს ათჯერ პატიოსანი სიტყვაც ჩამოართვა, რომ მას აღარა აქვს არც ნეგატივი და არც სურათი.
Tania gave him all she could, ten times getting from Beso his word of honor that he no longer had the photograph or the negative.
81215.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე, როცა ფულიც გამოელია და იმედიც დაეკარგა, სამუდამოდ გაჰქრა და გადიკარგა.
When her money was finally exhausted and her hopes were gone, she vanished from sight for ever.
81216.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ზოგნი ამბობდნენ, ტასმანიას კუნძულზე წავიდაო, ზოგნი – ცეილონზეო, ზოგნი კიდევ ათონის მთის დედათა მონასტერს ასახელებდნენ.
Some said that she had gone to Tasmania, others to Ceylon, others named a convent on Mount Athos.
81217.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კიდევ დიდხანს ეძება კვაჭიმ დაკარგული მეწველი ფური, მაგრამ, რომ ვეღარ იპოვნა, სხვა ახალი ბადეები დასწნა და გაშალა.
Kvachi spent some time searching for his milch cow, but, unable to find her, plaited new nets and set them.
81218.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შემდეგ მსოფლიო ომი დაიწყო.
Then World War One began.
81219.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიც უმალ გარდიქმნა.
Kvachi was immediately transformed.
81220.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ფრონტი შეიცვალა, ახალი ბადე– ხაფანგები მოიგონა, ერთი ცხოველივით პირსახე სხვანაირად შეიღება, დროის შესაფერი აბჯარი ჩაიცვა და ახალ იარაღით აღიჭურვა.
He changed fronts, invented new nets and traps, disguised his face to seem a different animal, put on the armor the times required, and girded himself with new weapons.