მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81241.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ნაღდი ფული თითქმის სულ დახარჯა.
He used up almost all his available cash.
81242.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერმე სამასათასიან ბრბოს აჰყვა და ქუჩებსა, გაზეთებსა, ყავახანებსა და სალონებში გააფთრებით გაჰკიოდა.
Then he joined a crowd of three hundred thousand and yelled furiously in the streets, the newspapers, the coffeehouses, and salons.
81243.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რამდენიმე დღის შემდეგ გერმანიიდან საფრანგეთში შეძვრა და იქაც ხმა ჩაიხლიჩა.
A few days later he left Germany for France and wore out his voice there.
81244.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
როცა შემდეგ რუსეთში დაბრუნდა, იქაც გაჰკიოდა, სადაც კი შეეძლო: – ბერლინისკენ! კონსტანტინოპოლისკენ!
After that he returned to Russia and yelled there, wherever he could: "To Berlin! To Constantinople"!
81245.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კიდევ გავიდა ხანი.
Time passed.
81246.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სადღაც სარაევოში ერთი კაცისგან გამოკვესილი ნაპერწკალი მთელს ქვეყანას აგუზგუზებულ ცეცხლად მოედო.
A spark lit by one man somewhere in Sarajevo set the whole world ablaze.
81247.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ვინმე პრინცის ტყვიამ ქვეყნის ყოველ კუთხეში ისეთი გრგვინვა და გრიგალი ასტეხა, რომ იგი ქუხილი ცას მისწვდა.
Just one princely bullet caused such a whirlwind and storm to break out in every corner of the world that its thunder reached the very heavens.
81248.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთი წვეთი სისხლი ჯერ მდინარედ გადაიქცა, მერმე თვალუწვდენელ ზღვად გაიშალა.
A drop of blood turned into a river, then broadened into a boundless sea.
81249.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ოცი თუ ოცდაათი მილიონი დაგეშილი მეომარი გააფთრებით და გაშმაგებით ეკვეთა ერთმანეთს.
Twenty or thirty million trained warriors set upon each other with fury and frenzy.
81250.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დანარჩენებმაც ყველაფერს თავი მიანებეს, რამდენიმე ათას ვერსზე გაჭიმულ მეომრებს ზურგში ამოუდგნენ და ხელი მიჰყვეს სისხლიან მარიხის სამსახურს, თან ყველანი გაკაპასებით და სასოებით ჰყვიროდნენ: – ჩვენთან არს ღმერთი!
The rest of mankind abandoned everything else to back up soldiers stretched over a thousand kilometers and to join in the service of blood-loving Mars, while all with malice and reverence yelled: "God is with us"!
81251.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თან პირჯვარს იწერდნენ სისხლიანი თითებით და სულიერ მეუფეს სამხედრო კავშირის შეკვრას ეხვეწებოდნენ: – სიკვდილი ველურებს!
They crossed themselves with blood-stained fingers, begging the Lord of their souls to join their military alliance: "Death to savages"!
81252.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გაუმარჯოს ცივილიზაციას!.. გაუმარჯოს ერთა თავისუფლებას, ძმობას, თანასწორობას!
Victory to civilization, Victory to liberty, fraternity, and equality of the peoples.
81253.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სიკვდილის ანგელოზმა ჯერ კოჭებამდე დაისველა ფეხი ხალხის სისხლში, მერმე მუხლამდე შესტოპა, შემდეგ აგი წითელ გუბეში შევიდა წელამდე და ბოლი, უძირო მორევში შეცურდა და შიგ ხუთი წელიწადი იჭყუპალავა.
The angel of death had so far got wet only up to the ankles in human blood, but soon he was wading in it up to the knees, and then he entered the red lake waist-deep, until finally he swam into a bottomless whirlpool in which he would splash about for five whole years.
81254.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეს ქვეყანა და ჯოჯოხეთიც დაყრუვდა, დაბრმავდა და დაიხრჩო უთვალავთა – თეთრთა და შავკანიანთა, წითელთა და ყვითელთა, მდიდართა და ღარიბთა, კაცთა და ქალთა სისხლით და ცრემლით, გოდებით და მოთქმით, ღმუილით და ღრიალით.
Both earth and hell had turned deaf and blind, as they drowned countless human beings, white and black, red and yellow, rich and poor, men and women, in blood and tears, with wailing and lamenting, bellowing and shrieking.
81255.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ხოლო კვაჭი კვაჭანტირაძე თავის პატარა ჰამქრით სისხლისა და ცრემლის ზღვაში, ცეცხლის გრიგალში, მსოფლიო დარდის მორევში დასცურავდა.
And Kvachi Kvachantiradze with his little guild also swam in the sea of blood and tears, the storm of fire, the vortex of global grief.
81256.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დარბოდა, დაჰქროდა და გაკაპასებული, გაშმაგებით ასე იბრძოდა თავგამოდებით: – შნეიდერ–კრეზოს აქციები გაჰყიდეთ!..
He ran and flew about, embittered, frenzied, and he fought, not sparing himself: "Sell Schneider-Croesus shares"!
81257.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კრუპი იყიდეთ! არმსტრონგი დააგირავეთ!.. შკოდი გადაყარეთ!.. კუნალინი დასწიეთ.
Buy Krupp! Mortgage the Armstrongs!... Get rid of the Skoda... Bring down Cunard Lines.
81258.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შაქარი მოაგროვეთ!.. ფქვილის ფასი ასწიეთ!..
Stockpile sugar! Get the price of flour up!
81259.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთხელ ფრანგული კანონი მიადგა: – კვაჭი, ჯარში წამობრძანდით!
French law confronted him: "Kvachi, enlist in the army"!
81260.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი ჯარში? კვაჭი ომში?
Kvachi in the army? Kvachi at war?