მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81261.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ვერდენში ან არდენის მთებში?
At Verdun or in the Ardennes?
81262.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ხომ არ გაგიჟებულან!
Were they out of their minds?
81263.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ვისთვის ან რისთვის?
Who for, what for?
81264.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ფრანგების გამო? გერმანელებმა რაღა დაუშავეს?
For the French? What harm had the Germans ever done him?
81265.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რით სჯობია პარიზი ვენას ან ბერლინს?
In what way is Paris any better than Vienna or Berlin?
81266.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თუნდ ორივე დაინგრეს, ან ცამდის აშენდეს–კვაჭი რა შუაშია?
What had it to do with Kvachi if either of them went under or soared up?
81267.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
და რადგან ლონდონში წასვლა სახიფათო იყო, რადგან ერთ დროს იქაურებიც გაჰკვაჭა, ამიტომ მან და ამხანაგობამ სამ დღეში მანჩესტერში ამოჰყვეს თავი.
Because a trip to London was too dangerous, because he’d already kvachified the city, in three days he and his companions headed for Manchester.
81268.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაგრამ, მალე ის კანონი ინგლისშიც წამოეჭრა.
But soon the law, even in England, caught up with him.
81269.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყველანი ჯარში! – ბესო, აქინეც გაგიჟებულან.
"Everyone to the army"! - Beso, they’re out of their minds here, too.
81270.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აპა, რომისკენ!
Right then, to Rome.
81271.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაგრამ რიგრიგობით ყველანი გიჟდებოდნენ.
But it turned out all the countries were now out of their minds.
81272.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მალე იტალიაც დაიძრა და კვაჭს ისევ გადარეულთა კიჟინი მოესმა.
Italy soon took action and Kvachi once again heard the crazed yells.
81273.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი ჯერ არ გაგიჟებულა, რომ მაკარონისთვის სისხლი დაჰღვაროს!
Kvachi hasn’t yet gone so mad as to shed his blood for the macaronis.
81274.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბესო, ჟენევისკენ!
Beso, to Geneva.
81275.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭმა ძლივს მიაღწია მშვიდ ადგილს: ალპების კენწეროზე ავიდა და სამშვიდობო კუნძულიდან გულმშვიდად და არხეინად გადმოსცქეროდა აბობოქრებულ ომის ცეცხლს, თანაც ზოგჯერ იტყოდა: – გეიხსენეთ ჩემი სიტყვები, ბერლინში რომ გითხარით, ყოლიფერი გამართლდა.
Finally Kvachi had reached peaceful place: he climbed the alpine peaks and from this island of peace he calmly and serenely looked down on the raging fire of war, telling himself several times: "Remember what I said to you in Berlin: it’s all come true".
81276.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბოლოს რასპუტინის მთელს რუსეთში ნამგზავრი წერილი დაეწია.
Finally a letter from Rasputin reached him after traveling all over Russia.
81277.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ამ წერილით შეშინებულმა და გახარებულმა რუსეთის ელჩმა მაშინვე მოუხერხა კვაჭს მშვიდობიანი მგზავრობა ხმელეთით და ზღვით.
Frightened but pleased by this letter, the Russian ambassador managed without delay to arrange for Kvachi an uneventful journey by land and sea.
81278.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თანაც დაეღრიჯა:– ჩემზე ორიოდე სიტყვა ჩამოუგდეთ წმინდა მამა გრიგოლს და მინისტრს საზონოვს.
He begged him with a grimace: "Drop a few words about me to the Holy Father Grigol and to the minister Sazonov.
81279.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჩემი გულითადი სალამიც გადაეცით.
Give them my sincere greetings.
81280.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ღმერთმა მშვიდობიანი მგზავრობა მოგცეთ.
God grant you a safe journey.