მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81301.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ის ოთახი დაჰსუნეს, კარები ჩაჰკეტეს, დასხდნენ, კვაჭიც დასვეს და აჩურჩულდნენ.
They took a good look at the room, locked the doors, sat down and made Kvachi sit down too, then had a quiet conversation with him.
81302.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ორი საათი იჩიფჩიფეს, თან წამდაუწუმ ტალანში იხედებოდნენ.
They chatted conspiratorially for two hours, constantly looking at the corridor.
81303.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იქაურობას ათვალიერებდნენ და დაწყებულ საქმეს განაგრძობდნენ.
They examined the whole area and then went on with the business they had begun.
81304.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ძლივს მორიგდნენ, ერთმანეთი დაარიგეს და დაჰშორდნენ.
Finally they came to terms, gave each other masses of instructions, and parted.
81305.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
როცა ოთახიდან გადიოდნენ, იდელსონი შემობრუნდა და კვაჭს უთხრა: – ამიერიდან მე და თქვენ ერთმანეთს აღარ ვიცნობთ და არც ოდესმე ვიცნობდით.
When they had left the room, Idelsohn came back for a moment and told Kvachi: "From now on, you and I don’t know each other, and we never did".
81306.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თქვენ მხოლოდ თქვენს ფრანგული ენის მასწავლებელს რებეკას იცნობთ.
The only person you know is your French teacher, Rebecca.
81307.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არაფერი დაივიწყოთ, თორემ... ხომ იცით!
Don’t forget anything, or … you know!
81308.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შესათვლელს ერთმანეთს რების პირით შევუთვლით.
We’ll communicate with each other through Rebby.
81309.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მშვიდობით იყავით!
Goodbye.
81310.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
და იმავე საღამოს ისაკა იდელსონმა კვაჭს რების პირით ზოგი რამე შემოუთვალა.
The same evening Isaac Idelsohn sent Kvachi a message via Rebecca.
81311.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭმა ისეთი რთული და ძნელი საქმე იკისრა, რომ ისაკას შემონათვალის მოსმენას და რების დარიგებას მთელი ღამე მოანდომა.
Kvachi took on a task so complex and difficult that he needed all night to listen to what Isaac had to tell him and to take Rebby’s instructions.
81312.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დილით სტოკჰოლმში კვაჭი ვიღაც ქართველებმა ინახულეს.
In the morning Kvachi met some Georgians in Stockholm.
81313.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
საიდუმლოდ ჩასჩურჩულეს: – ჩვენთვის გერმანიის გამარჯვება სჯობია.
They whispered a secret to him: "It’s better for us if Germany wins".
81314.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შეუძლებელია! ღალატია!
That’s impossible, that’s treason.
81315.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაშ, გაღმა იმუშავეთ, იქნება პოლონეთსავით ავტონომია მაინც მოგცენ.
Then work from outside, perhaps we’ll get autonomy, like Poland.
81316.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
საქართველოს ავტონომია არ გამოადგება.
Autonomy won’t do Georgia any good.
81317.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაშ, რისთვის იღვრება ესოდენი ჩვენი სისხლი?
Then what’s the point of all the blood we’ve shed?
81318.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეს – დიდი რუსეთისთვის.
It’s for greater Russia.
81319.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თუ მან გაიმარჯვა, ჩვენც მოვიგებთ.
If he wins, we win too.
81320.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დანარჩენი კი – ენა, ეროვნული კულტურა, პოლიტიკური უფლება – ქიმერიონია!
As for the rest—language, national culture, political power—that’s just a chimera.