მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81281.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბესომ სადღაც ელენე იპოვნა და წამოიყვანა.
Beso track down Elena and bring her back.
81282.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ვინ იცის, საგანგებო ხელის თუ განგების წყალობით მოხდა ის, რაც მოხდა კვაჭის გემზე ასვლის დღეს.
Who knows if it was a person’s hand or providence’s grace that arranged what occurred on the day Kvachi boarded a ship.
81283.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბაქანზე კვაჭს პირისპირ რებეკა შეეხეჩა.
Kvachi came face to face with Rebecca on deck.
81284.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რებეკა! ჩემო რები! – აპოლონ! ჩემო ძვირფასო!
Rebecca, my Rebby! Apollo, my beloved!
81285.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჩაეხვივნენ, ჩამქრალი ცეცხლი აინთეს და მინელებული სისხლიც აიღუღეს.
They embraced,; they rekindled an extinguished fire, and reheated their cooled blood.
81286.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მათი განშორების ამბავი არც კვაჭმა გაახსენა რებეკას და არც რებით მოიგონა.
Their parting was something that neither Kvachi mentioned to Rebecca, nor she to him.
81287.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გემის ჯურღმულიდან ისაკა იდელსონიც ამოძვრა.
From the depths of the ship emerged Isaac Idelsohn.
81288.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გავკოტრდი და დავიღუპე! – აწუწუნდა ისაკა.
I’m bankrupt and I’m finished - fretted Isaac.
81289.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
პეტერბურგში მივდივარ ჩემს ბიძა გინცთან.
I’m going to Petersburg to stay with my uncle Gintz.
81290.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გინცი! თქვენი ბიძაა გინცი?
Gintz! Gintz is your uncle?
81291.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რატომ აქამდე არ მითხარით?
Why didn’t you tell me before?
81292.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რაო, ვიცნობ თუ არა?
What: do I know him?
81293.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რა თქმა უნდა ვიცნობ!
Of course I know him.
81294.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთად ვმუშაობდით.
We used to work together.
81295.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭმა რებეკას რამდენჯერმე წაატანა ხელი გემის ბნელ კუთხეებში, მაგრამ რები დაჟინებით გაიძახოდა: – არა, არა... აქ არ შეიძლება...
In the ship’s dark corners Kvachi laid hands on Rebecca several times, but Rebby persisted in responding: "No, no … It’s out of the question here".
81296.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სტოკჰოლმში ჩამოვხტეთ ერთი დღით და...
Let’s get away for a day when we get to Stockholm and…
81297.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ნუ ხარ სულწასული, ხვალ ან ზეგ მივალთ და...
Don’t be so woe-begotten, we’ll be there in a day or two, and…
81298.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კრეისერების თანხლებით მიმავალი გემი ბერგენს მივიდა.
Accompanied by cruisers, the ship arrived in Bergen.
81299.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყველანი მატარებელში გადასხდნენ, ნორვეგია გადასჭრეს და სტოკჰოლმში ჩავიდნენ.
Everyone changed to the train, crossed Norway, and went to Stockholm.
81300.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ძლივს მოასწრო კვაჭმა სასტუმროში ტანისამოსის გამოცვლა, რომ მის ოთახში იდელსონი და ერთი გერმანელი შემოვიდნენ.
Kvachi had only just changed his clothes in the hotel when Idelsohn and a German came in.