მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81321.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რას ჩააცივდით ერთ მტკაველ საქართველოს, ერთ მუჭა ხალხს!
Why be so crazy about tiny Georgia, just a handful of people?
81322.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იმ ორმოში ჩავიხჩვებით, ფრთას ვერ გავშლით და სულს ვერ მოვითქვამთ.
We’re choking in that pit, there’s no room to spread our wings, no air to breathe.
81323.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გადაჰხედეთ დიდ რუსეთს, მსოფლიოს მეექვსედია, ორას მილიონამდე ხალხი ჰყავს!
Look at great Russia, it is a sixth of the globe with two hundred million people.
81324.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თუ შნო, უნარი და ხალისი გაქვთ, ფრთები გაშალეთ და ამ ულეველ სივრცეში ინავარდეთ.
If you have strength, talent, or ambition, spread your wings and soar in boundless space.
81325.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კიდევ დიდხანს იჩურჩულეს მიყრუებულ სახლში.
They went on whispering for some time in this safe house.
81326.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბოლოს კვაჭმა იმედიანი პასუხი მისცა: – არც აქეთ, არც იქით.
Finally, Kvachi gave them cause for hope: "Don’t take sides".
81327.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სიფრთხილე და მორჩილება გამოიჩინეთ.
Be cautious and submissive.
81328.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არავის აწყეინოთ და არავინ მოიმდუროთ.
Don’t annoy anyone, don’t antagonize anybody.
81329.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ამბებს მოგაწოდებთ.
I’ll get news to you.
81330.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თქვენც ყოლიფერი გამაგებინეთ.
You inform me about everything.
81331.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
პაროლი თვეში ერთხელ შესცვალეთ.
Change your password once a month.
81332.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მშვიდობით ბრძანდებოდეთ!
Go safely.
81333.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გულში კი სთქვა: „ვინ იცის, იქნება აქინეც გამოდნეს რამე“.
What he really thought was: "Who knows, maybe something might come of all this".
81334.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ძმაო აპოლონჩიკ! დაო ელენე! – ჩაიხუტა გულში ორივენი ერთი კვირის შემდეგ გახარებულმა რასპუტინმა.
"Brother Apollonchik! Sister Elena"! Rasputin, overjoyed, clasped the two of them to his breast two weeks later.
81335.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ორი წლის უნახავებმა ორი დღე მოანდომეს ერთმანეთის მოკითხვას და თავგადასავლის თხრობას.
After not seeing one another for two years, it took two days to ask after one another and to relate their adventures.
81336.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭმა მრავალი უამბო რასპუტინს დამპალ ევროპის გაგიჟების, უზნეობისა და გახრწნილების შესახებ.
Kvachi told Rasputin a lot about the madness, immorality, and depravity afflicting rotten Europe.
81337.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უფრო საეკლესიო და სასულიერო ამბებს დააწვა, თუმცა ერთი ან მეორის შესახებ ევროპაში ერთი სიტყვაც არ გაუგია და არც წაუკითხავს.
He emphasized church and spiritual affairs, although he hadn’t heard or read a word about either in Europe.
81338.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სილიბისტროს ოჯახში დიდი აურზაური და სიხარულის ჟრიამული ასტყდა.
There was a great commotion of joyful shrieks in Silibistro’s family.
81339.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არ გრცხვენია? – უსაყვედურებდა სილიბისტრომ კვაჭს.
"Aren’t you ashamed of yourself"? Silibistro reproached Kvachi.
81340.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არ ვარგა, შვილო, დედის დავიწყება, თვარა – ამბობდა პუპი და გაგარეულებულ შვილს გულში იხუტებდა.
"Son, it’s wrong to forget your mother"… said Pupi, as she clasped her estranged son to her heart.