მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81341.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იციან შენი ბიზნესის ამბავი? – ჰკითხა ბოლოს კვაჭმა სილიბისტროს.
"Do they know about your business"? Kvachi finally asked Silibistro.
81342.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თელ ქვეყანას გოუგია.
The whole country’s heard about it.
81343.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გოდვუხდი სალამანდრას ათი ათას მანემ, პროცენტებით და აი იქნება – გადასწყვიტა კვაჭმა.
"I’ll pay Salamander ten thousand roubles and the interest, and that’ll be the end of it", decided Kvachi.
81344.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სანამ რასპუტინი და ელენე ერთმანეთს გააძღობდნენ და თავს მოაბეზრებდნენ, კვაჭმა ხელახლად შეჰკრა ძაფები და ახალიც გააბა.
While Rasputin and Elena sated each other until they were bored, Kvachi once again picked up the threads of his affairs and re-knotted them.
81345.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ორიოდე კვირაში პეტერბურგში კოხტად დაწნული და მოქსოვილი ბადე გაშალა, ძველი ბილიკები და არხები გაასუფთავა და ახლებიც გაიკვლია.
After two weeks or so in Petersburg, he had nicely spun and woven a new wide net, cleared the old paths and canals, and blazed new ones.
81346.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სამხედრო ბეგარას თავი დააღწია, სამხედრო ფორმაში გამოიწკიპა, ჩექმებზე დეზები აიკრა, სამხედრო ქუდზე ნიშანი გაიკეთა, მხრებზე ოქროს ეპოლეტები გაიწყო და ექსელბანტიც ჩამოიკიდა.
He got round conscription by dressing up in a military uniform, putting spurs on his boots, a military tag on his hat, and gold epaulettes on his shoulders, with aiguillettes too.
81347.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გაშტიკინებული თავადი კვლავ პროსპექტებს, ცხენებს, ავტომობილებს, ბანკირებს, რესტორანებს, კარისკაცებს, ხელისუფლებას და მზეთუნახავებს დაუბრუნდა, რომელნიც ორ წელიწადში უფრო გამრავლებულიყვნენ და გალამაზებულიყვნენ.
A ramrod-back prince was back again on the boulevards, with the horses, motor cars, bankers, restaurants, courtiers, powersthat-be, and society beauties, who had after two years become even more numerous and attractive.
81348.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აქა ამბავი „კეთილი სამარიტელისა“ და კვაჭის ახალ წარმატებისა.
The "Good Samaritan" and Kvachi’s New Success.
81349.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთ დღეს ნევის პროსპექტზე ახალი უზარმაზარი კანტორა გაიხსნა ოქროს ფირნიშით: ომში დაჭრილ–დახოცილთა დამხმარე საზოგადოება „კეთილი სამარიტელი“.
One day an enormous new office opened on Nevsky Prospekt: it had a gold shop-sign: "The Good Samaritan" Society for Aid to War Wounded and War Dead.
81350.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მის თავმჯდომარეს და პატრონს კვაჭი კვაჭანტირაძეს ცხრა მდივანი ჰყავს, ამდენივე ადიუტანტი და ორასამდე მოსამსახურე.
Its president and patron Kvachi Kvachantiradze had nine secretaries, the same number of assistants, and up to two hundred employees.
81351.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ლამაზ მემანქანეთა გარდა, კიდევ ერთი ქალი ურევია – კვაჭის მდივანი და ფრანგულის მასწავლებელი რებეკა იდელსონისა.
Apart from the handsome mechanics, there was one woman involved: Kvachi’s secretary and French teacher Rebecca Idelsohn.
81352.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭმა ყველა ძველი მეგობრები შემოიკრიბა გარდა გაბოსი და სედრაკასი, რომელნიც უბრალო სალდათებათ წაეყვანათ სტამბოლის ასაღებათ.
Kvachi had gathered all his old friends, except Gabo and Sedrak who had been marched off as rank and file soldiers to capture Constantinople.
81353.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შემდეგში კვაჭმა ორივენი დაიხსნა, რადგან ფრიად საჭირო სპეციალისტები იყვნენ მის რთულსა და „პატრიოტულ“ საქმეში, და ორივეს დღე–დღეზე მოელოდა.
Later, Kvachi got both of them released, because they were badly needed specialists in his complex and "patriotic" business: he was expecting to see them any day.
81354.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბოლოს დრო დადგა და ისინიც შემოუერთდნენ.
Finally, that day dawned and they, too, joined him.
81355.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ვაა, კნიაზ, გაგენერლებულხარ?
Well, prince, have they made you a general?
81356.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთმანეთს ჩაეხვივნენ და იმავე ღამეს ძველი ოჯახის აღდგენა ,,არკადიაში“ გადაიხადეს.
They embraced one another and that same night celebrated the family reunion in the Arcadia.
81357.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი დღეში ათას ბრძანებას იძლეოდა.
Every day Kvachi issued a hundred orders.
81358.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეორე კორპუსს ათასი ცხენი ჩააბარეთ...
Let the second corpus have a hundred horses…
81359.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დონის ოლქში მესამე ლაშქარს ასი ვაგონი ქერი მიეცით....
Give the Don district army a hundred wagons of barley....
81360.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ვარშავაში ორასი ვაგონი ფქვილი ჩაიტანეთ...
Get two hundred wagons of flour to Warsaw…