მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81361.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეოთხე ლაშქარს ათი ათასი წყვილი საცვალი მიეცით....
Give ten thousand sets of underwear to the fourth army…
81362.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ინტენდანტს ივანოვს ორასი ათასი მიეცით...
Give quartermaster Ivanov a hundred thousand…
81363.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გაჰყიდეთ! იყიდეთ!.. გამოისყიდეთ!.. დააგირავეთ!.. მოსთხოვეთ!..
Sell! Buy! Sell off! Mortgage! Demand!
81364.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი მოგებით გაიბერა.
Kvachi was swelling with profits.
81365.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მიმდინარე ანგარიშებს ხშირად უმატებდა თითო ნოლს.
He often added a zero to the accounts that he received.
81366.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დღისით მუშაობდა, საღამოებს კი რასპუტინის, მზეთუნახავებსა და წარჩინებულებს ანდომებდა.
He worked all day, but devoted his evenings to Rasputin, society beauties, and dignitaries.
81367.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ზოგჯერ რებეკას პაპიროსის ქაღალდზე შიფრით დაწერილს მცირეოდენ ცნობას მისცემდა და იმისგანაც მცირეოდენ დავალებას მიიღებდა.
Sometimes he handed Rebecca a little bit of information coded on cigarette paper, and would get from her a short order.
81368.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მიღებულ ცნობას რებეკა თმაში ჩაირჭობდა და წავიდოდა.
Rebecca stuck any message given to her in her hair, then she left.
81369.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ზოგჯერ რასპუტინი დაღონებული და დაღვრემილი იყო.
Sometimes Rasputin was depressed and dispirited.
81370.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ხშირად ლოცულობდა სასოებით, ოხრავდა, იგლიჯებოდა და იცრემლებოდა.
He prayed a lot, he complained to God, he could not rest and was often in tears.
81371.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დიდო მასწავლებელო! გაწუხებს, რაღაც? დარდი გაქვს? – ჰკითხა ერთხელ კვაჭმა.
"My esteemed teacher, is something bothering you, is something grieving you"? Kvachi enquired of him once.
81372.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ძმაო აპოლონჩიკ! გული ავს რამეს მეუბნება.
Brother Apollonchik! My heart tells me something bad.
81373.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ღმერთს არ უნდა ამ ომის კურთხევა.
God refuses to bless this war.
81374.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
წავაგებთ, დავიღუპებით, დავინგრევით.
We are going to lose it, we shall perish, we shall be destroyed.
81375.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ღმერთო, გვიხსენ ეშმაკისგან!
God, save us from the devil.
81376.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი!
God, forgive us our sins.
81377.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აპოლონჩიკ! ილოცე, შენც ილოცე!
Apollonchik, pray: you pray, as well!
81378.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მთელმა რუსეთმა უნდა ილოცოს.
The whole of Russia has to pray.
81379.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეკლესიები დღედაღამ ღია უნდა იყოს, ყოველდღე წირვა უნდა იდგეს.
The churches must stay open day and night, services must be held every day.
81380.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უფალმა ღმერთმა უნდა აკურთხოს ჩვენი გამარჯვება, თორემ...
The Lord God must bless our victory, or else…