მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81381.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თუმცა... აპოლონჩიკ! ომი რომ იწყებოდა, მეფეს მუხლებში ჩაუვვარდი, გავაფრთხილე და ცრემლით შევევედრე.
Though… Apollonchik, when the war started I fell on my knees to the Tsar, I warned him and I begged him with tears in my eyes.
81382.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
პირველად უარი მითხრა.
At first he refused to listen to me.
81383.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჩემმა რჩევამ მასთან არ გასჭრა.
My advice didn’t get through to him.
81384.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უწმინდურნი და გაგიჟებულნი ჩვენზე ძლიერნი გამოდგნენ.
The impure and the crazy turned out to be more powerful than us.
81385.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჩვენც განზე გავდექით, რადგან საყვედურისა გვეშინოდა; თავიანთ დამარცხებას და არასრულყოფილებას ეხლაც ჩვენ გვაბრალებენ.
We stood to one side, because we were afraid of being reproached; now we are being blamed for their defeat and their incompetence.
81386.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
საქმე ძალიან ცუდათ მიდის, აპოლონჩიკ!
Things are going very badly, Apollonchik.
81387.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჩვენი ჯარი მარცხდება.
Our army is being defeated.
81388.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დამარცხებას კი საშინელი ამბები მოჰყვება: რევოლუცია, ანარქია, ხოცვა–ჟლეტა, შიმშილი, რუსეთის რღვევა და ტახტის დანგრევა.
Defeat leads to terrible things: revolution, anarchy, mass slaughter, famine, the break-up of Russia, and the destruction of the throne.
81389.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თავადი მეშჩერსკი, ბებერ მელას რომ ეძახიან, ყველაზე ჭკუიანი კაცია რუსეთში.
Prince Meshchersky, the one they call the old fox, is the cleverest man in Russia.
81390.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყველაფერი იცის, ყველაფერი ესმის.
He knows everything, he understands everything.
81391.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ის რომ ლაპარაკობს, თითქოს საბედისწერო ყორანი სჩხავისო.
The way he talks is like the raven of fate cawing.
81392.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ტანში ჟრუანტელი მივლის და თავი შავის ნისლით მევსება.
My whole body has the creeps and my head is full of black fog.
81393.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჯოჯოხეთის ეშმაკმა მოაწყო წმინდა რუსეთისა და ურწმუნო საფრანგეთის კავშირი.
The devil in hell arranged the alliance of holy Russia with infidel France.
81394.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რა გვაქვს იმ ხალხთან საერთო?
What do we have in common with those people?
81395.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არც ღმერთი სწამთ, არც ზნეობა აქვთ და არც მეფე ჰყავთ.
They don’t believe in God, they have no morals, they don’t even have a king.
81396.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გახრწნილი, დამპალი და გადაგვარებული ხალხი ყოფილა.
Depraved, rotten, and degenerate people is what they are.
81397.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გუშინ მთელი დღე და ღამე ლოცვაზე ვიდექი და ერთხელ კიდევ შევევედრე უფალსა.
Yesterday I was praying all day and all night and I begged the Lord again.
81398.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უფალო, უფალო! განიწმინდე მე სული ბოროტი, მომიტევე მე შეცოდებანი ჩემნი და გამიხსენ კარნი მომავალისა!
Lord, Lord, cleanse my soul of evil, forgive me my sins and open the doors of the future to me.
81399.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ხატმა ისევ თვალები დაჰხუჭა და ისევ ცრემლები გადმოაფრქვია.
The icon closed its eyes and spouted tears again.
81400.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მუდამ სტირის ჩემი ხატი, აპოლონჩიკ, სტირის!
My icon is always crying, Apollonchik, it’s crying.