მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81401.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეს კი იმის ნიშანია, რომ რუსეთი დაიღუპება.
That’s a sign that Russia is going to perish.
81402.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აპოლონჩიკ, მე ერთი ბნელი მუჟიკი ვარ, ხეირიანი წერა–კითხვაც კი არ ვიცი, განათლება არა მაქვს.
Apollonchik, I’m just an ignorant peasant, I don’t even know how to read and write properly, I’m uneducated.
81403.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაგრამ ღმერთმა კარგი მუჟიკური ჭკუა, მჭრელი თვალი და გალესილი გულისსმენა მომცა და ამიტომ ამ ქვეყნისა ბევრ ნასწავლზე მეტი გამეგება.
But God gave me good peasant wits, a penetrating eye, and sharpened instincts, so I understand this country better than many learned men.
81404.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აპოლონჩიკ, დაიხსომე ჩემი სიტყვა: თუ ეხლავე არ გავათავეთ ომი, ჩვენც დავიღუპებით და რუსეთიც დაინგრევა.
Apollonchik, remember my words: if the war doesn’t stop right now, we shall perish and Russia will be destroyed.
81405.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მოდი, აპოლონჩიკ, მოდი ისევ უფალი ვილოცოთ და ჩვენი რუსეთი შევავედროთ.
Come, Apollonchik, come and let’s pray to the Lord again and plead with Him for Russia.
81406.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თუმცა კარგად ჰგრძნობდა და ჰხედავდა, რომ ნაადრევი და სახიფათო იყო ამაზე ზრუნვა.
But he felt and saw only too well that it was premature, even dangerous to be concerned for this.
81407.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ქეციანმა, კბილალესილმა და სისხლიანმა ომის ძაღლმა იმდენი მოულოდნელი მომხრე და მოკავშირე იპოვნა და ისეთი გეზი აიღო, რომ გამწარებული და დაბრმავებული ზემო თაობა უფრო საკუთარ თავის მოკვლას ამჯობინებდა, ვიდრე ფიცის გატეხვას და საქვეყნო ღალატს.
Because the mangy, sharp-fanged bloody dog of war had found so many unexpected supporters and allies and blazed such a trail, that an embittered and blinded dominant generation would rather kill itself than break its oath or betray its country.
81408.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკა ინგლისის სანაპირო ქუჩაზე გადასახლებულიყო.
Grishka had moved to live on the English Embankment.
81409.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მისი გავლენა და ძალა გაორკეცებულიყო, თუმცა თვითონ მუდმივ წუწუნში იყო: აღარავინ არ მიჯერებს და აღარაფერს არ მეკითხებიანო.
His influence and power had doubled, although he was always fretting that nobody trusted him any more or asked his opinion.
81410.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთხელ, როცა გრიშკა და კვაჭი ფეხით მიდიოდნენ, სამ ალაგას რამდენიმე მგზავრი ფეხქვეშ ჩაუვარდა გრიშკას, ხელები დაუკოცნეს, იმის კალთას ემთხვივნენ და სასოებით შეჰვედრეს: – იესო ქრისტე, ჩვენო მაცხოვარო!
Once, when Grishka and Kvachi were out walking, at three points various passersby would fall at Grishka’s feet and kiss his hand, embrace his coat-tails, and piously implore him: "Jesus Christ, our Savior"!
81411.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ილოცე ჩეენი ცოდვებისთვის.
Pray for our sins.
81412.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ღმერთი შეგისმენს.
God will listen to you.
81413.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ილოცე, რამეთუ ვიღუპებით.
Pray, for we are doomed.
81414.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისათა წმინდისათა.
In the name of the Father, the Son, and the Holy Ghost.
81415.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ირწმუნეთ ძმებო და დებო, რამე თუ მოახლოვებულ არს ჟამი ქრისტეს მოსვლისა.
Have faith, brothers and sisters, for the time of Christ’s coming is near.
81416.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მოითმინეთ და გახსოვდეთ წამებანი მისნი.
Be patient and remember his suffering.
81417.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერმე ცრემლი მოიწმინდა და კვაჭს მიუბრუნდა: – ჩვენი საქმე გათავებულია... ვიღუპებით...
Then he dried his tears and turned to Kvachi: "Our cause is ruined… We shall perish".
81418.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რამდენიმე დღის შემდეგ გრიშკამ კვაჭს დეპეშა აჩვენა დედოფლის მიერ მონაწერი, რომელიც გრიშკას ციმბირში სწერდა, რომ მას, დედოფალს, უგრიშკოდ ერთი დღეც აღარ შეუძლიან გაძლება.
A few days later Grishka showed Kvachi a telegram written by the Tsaritsa and sent to Grishka, then in Siberia: she could no longer bear to pass a day without him.
81419.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მას განუწყვეტლივ ემართებოდა ბნედა და ნერვიული ციება, ხოლო უფლისწულს მეტად ხშირად დასდიოდა სისხლი ნატკენ ალაგიდან.
She was constantly suffering from fainting fits and nervous fevers, and the heir to the throne was having more frequent bleeds from anywhere he hurt himself.
81420.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
საუკეთესო ექიმები უძალონი გამოდგნენ.
The best doctors were powerless to help.