მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81441.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერმე რასპუტინმა უთხრა კვაჭს: – აპოლონჩიკ, ყური დამიგდე: ჩვენი მტრები არწმუნებენ ფრანციას, ვითომ მე ეხლავე ომის შეწყვეტას მოვითხოვდე.
Then Rasputin told Kvachi:"Apollonchik, listen carefully: our enemies are trying to convince France that I have asked for the war to be stopped immediately".
81442.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მართალია, ჩემი რწმენა ასეთია, მაგრამ .„პაპას“ და „მამას“ ჰსურთ, რომ მე ხფრანციის ელჩი დავამშვიდო.
It’s true that this is what I believe, but papa and mama want me to reassure the French ambassador.
81443.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეს წერილი წაუღე იმ ელჩს.
Take this letter and give it to the ambassador.
81444.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დაჯდა, გაიჭინთა და დასჯღაბნა.
He sat down, strained himself, and scrawled.
81445.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეს მისტიური ნაბოდვარი კვაჭმა საფრანგეთის ელჩს შორის პალეოლოგს მიართვა.
This mystical raving was given by Kvachi to the French ambassador Paléologue.
81446.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ვერც კვაჭმა, ვერც ელჩმა და ვერც სხვამ გაიგო ამ წერილის შინაარსი.
Nobody—not Kvachi, nor the ambassador, nor anyone—could make sense of the letter’s contents.
81447.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იმავე საღამოს კვაჭმა ჟურნალისტ კნულმანს რასპუტინისა და სუხომლინოვის ბიოგრაფიისათვის საბოლოო ანგარიში გაუსწორა.
That same evening Kvachi settled up finally with the journalist Knulman for the biographies of Sukhomlinov and Rasputin.
81448.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რამდენიმე დღის შემდეგ გრიშკა და კვაჭი ერთი დიდი მთავრის სასახლეში შევიდნენ, რომელიც სამხედრო სამკურნალოდ იყო გადაკეთებული, და დაჭრილ სალდათებს საჩუქრები მიუტანეს.
A few days later Grishka and Kvachi entered an important person’s palace, which had been turned into a military hospital, and handed presents to the wounded soldiers.
81449.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დიდ პალატაში კვაჭი და საფრანგეთის ელჩი ერთმანეთს შეჰხვდნენ.
In a large ward Kvachi and the French ambassador met.
81450.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკა უცებ აწითლდა და აშფოთდა.
Grishka suddenly turned red and became embarrassed:
81451.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ძალიან მინდოდა შენი ნახვა.
I very much wanted to see you.
81452.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აპოლონჩიკ, გადუთარგმნე: რუსეთი ინგრევა.
Apollonchik, translate for him: Russia is falling apart.
81453.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ხალხი ჯვარს ეცვა.
The people are being crucified.
81454.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დროა გაათავონ, თორემ ან ჩვენ თვითონვე გავათავებთ და ან ხალხი გაგვათავებს.
It’s time to stop, or we too will be finished, or the people will finish us off.
81455.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დიაღ, დროა! ამას მე ვამბობ მე, გრიშკა რასპუტინი!
Yes indeed, it’s high time, It’s me, Grigory Rasputin, saying this.
81456.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერმე მოულოდნელად ეცა პალეოლოგს, გულში ჩაიკრა, პასუხს აღარ მოუცადა და გარედ გავარდა, თან ხელების ქნევით ჰყვიროდა: – მე მუჟიკი ვარ და მუჟიკური პირდაპირობა მიყვარს.
Then he suddenly fell upon Paléologue, clasped him to his breast and, without waiting for an answer, rushed out, yelling and waving his arms: "I’m a peasant and I like to be direct, like a peasant".
81457.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რა დროს პოლიტიკაა, ლამის ხალხმა ჩაგვაქვაოს!
This is no time for politics, when the people are about to stone us to death.
81458.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ზავი! ზავი ჩქარა, თორემ დავიღუპებით!
Peace! Peace quickly, or else we shall perish!
81459.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აქა ამბავი უუდიდეს სამხედრო საქმის „გაიმასქნებისა“.
How a Major Military Job was "Pulled".
81460.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გავიდა ხანი.
Time passed.