მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81461.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკა ისევ ძალაში შედიოდა.
Grishka was back in power.
81462.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი სამხედრო მინისტრის სუხომლინოვის ხშირი სტუმარი იყო.
Kvachi was a frequent guest of the minister Sukhomlinov.
81463.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მისი „კეთილი სამარიტელი“ მჭიდროდ იყო დაკავშირებული სამხედრო უწყებასთან, რომელსაც იგი აძლევდა უთვალავ სურსათს, ცხენებს, საცვალს და მრავალ საომარ მასალას.
His "Good Samaritan" was closely linked to the war department, to which he gave countless pictures, horses, sets of underwear, and a lot of military material.
81464.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გარდა ამისა, სუხომლინოვის ბიოგრაფიამ და საერთო მეგობარმა რასპუტინმა კვაჭი და გენერალი მჭიდროდ შეჰკრეს და დააძმობილეს.
Apart from this, thanks to the Sukhomlinov biography and a common friendship with Rasputin, Kvachi and General Sukhomlinov had become firm friends, almost brothers.
81465.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭს წინანდებურად ეჭირა ხელში რამდენიმე გაზეთი, რომელნიც მცირე საბაბით და უსაბაბოდაც ჰბერავდნენ მას და სამხედრო მინისტრს, მათს ნიჭს, თადარიგიანობას და საარაკო ორგანიზატორობას.
As always, Kvachi held in thrall numerous newspapers which used any pretext, or none at all, to puff him and the war minister, their abilities, their prescience, and their fabulous organization.
81466.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მადლობისა და უაღრესი ნდობის ნიშნად ერთხელ სუხომლინოვმა კვაჭს ორი ჯვარი კიდევ ჩააბარა.
As a sign of his gratitude and profound trust, Sukhomlinov gave Kvachi two more crosses.
81467.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთი უდიდესი სახელმწიფო საქმე უნდა დაგავალოთ, თქვენზე მეტს არავის ვენდობი.
We have a very important matter of state to entrust to you, and there’s nobody we can rely on but you.
81468.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ამერიკაში უნდა წახვიდეთ და იქაურ ქარხნებს დიდძალი იარაღი, ტყვია–წამალი და ყუმბარები უნდა შეუკვეთოთ.
You are to go to America and order from their factories highpower weapons, bullets and explosives and bombs.
81469.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თანახმა ხართ? – მეძნელება, ძალიან მეძნელება, მაგრამ სამშობლოს სამსახურს ვერსად წაუვალ, მიმსახურეთ.
Do you agree? This is something that I find hard to do, very hard, but there’s no way I’ll avoid serving my motherland: tell me what to do.
81470.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ უდიდესსა და უხიფათეს საქმეს განდობთ.
But remember that we are entrusting you with the most important and dangerous job.
81471.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არავინ არ უნდა გაიგოს, თორემ...
Nobody may know about it, or…
81472.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დაუმატა რასპუტინმა და დაკლაკნილი თითი კვაჭის ცხვირწინ დაუქნია.
Added Rasputin, wagging a crooked finger under Kvachi’s nose.
81473.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რამოდენიმე დღის შემდეგ დარიგებით, ფულით და დალუქული სქელი პაკეტებით დატვირთული კვაჭი ამერიკაში წავიდა.
Kvachi left for America a few days later: he had instructions, money, and a stack of thick, wax-sealed packets.
81474.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სტოკჰოლმის სადგურზე ნაცნობი გენერალი დაუხვდა: – თქვენ ამერიკაში მიბრძანდებით საიდუმლო დავალებით...
At Stockholm station he was met by a general he knew: "You are going to America on a secret mission"…
81475.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ისევ წაიჩურჩულეს, ხანგრძლივი დავა და ვაჭრობა ჰქონდათ.
There was a whispered conversation, a prolonged argument, and a session of bargaining.
81476.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერმე კვაჭის პაკეტებს გერმანელი კალიგრაფები ჩაუსხდნენ და ისე გადასწერეს, რომ დედანს და ასლს ერთმანეთისგან ვერავინ გაარჩევდა.
German forgers sat down to work on Kvachi’s packets, copying them so well that nobody could tell the copy from the original.
81477.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მხოლოდ გადაწერილში მცირეოდენი შესწორება შეიტანეს: მათემატიკური რიცხვები ოდნავ შეამცირეს.
There was only one minor alteration made in the transcription: the mathematical sums were diminished a little.
81478.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეორე დღეს კვაჭს ისევ ძველებურად დალუქული პაკეტები და ერთი ჩეკი ჩააბარეს, მშვიდობიანი მგზავრობა უსურვეს და ბერლინისკენ მოუსვეს.
The next day Kvachi was handed back his packets, wax-sealed as before, together with a cheque; he was wished a pleasant journey, while they set off for Berlin.
81479.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთი კვირის შემდეგ ინგლისის კრეისერმა კვაჭი ნიუ–იორკში მიიყვანა.
A British cruiser got Kvachi to New York a week later.
81480.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭმა და რუსეთის სამხედრო ატაშემ მექარხნენი მოიწვიეს, ივაჭრეს და მორიგდნენ.
Kvachi and the Russian military attaché invited factory owners over, they negotiated and came to terms.