მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81481.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
როცა კვაჭმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და ერთი ჩეკი კიდევ გაიკრა, თავისუფლად ამოისუნთქა და საკუთარ საქმეებს შეუდგა.
When Kvachi signed the contract and laid hands on yet another cheque, he could breathe freely and get down to his own business.
81482.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მცირე ფულით ათიოდე გემი იყიდა, სურსათით და საომარ მასალით დატვირთული.
Very cheaply he bought a dozen ships and loaded them with provisions and military material.
81483.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეს გემები რუსეთის სამხედრო უწყებასთან გაჰგზავნა არხანგელსკში.
He sent the ships to Archangel, to the Russian military department.
81484.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თვითონ მახლობელ ქალაქებს მოედო, შეირბინა ფილადელფიას, ვაშინგტონს, ბოსტონსა და ჩიკაგოში, ყველგან თითო ოროლა საქმე გააიმასქნა.
He himself toured nearby cities: Philadelphia, Washington, Boston, and Chicago, doing "business" in each one of them.
81485.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ცივს ქალებს ცხელი ქართული სისხლი აგემინა, მერმე მთელი ამერიკა გადასჭრა, დიდი ოკეანე გადასერა, იაპონიაშიც შეიხედა, გეიშები გაჰსინჯა და ციმბირის გაუთავებელი გზით პეტერბურგში დაბრუნდა.
He gave their chilly women a taste of hot Georgian blood, then he crossed the whole of America, traversed the Pacific Ocean, looked in on Japan, tried out the geishas, and got back to Petersburg via the interminable Siberian railway.
81486.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკას, ელენეს, მეგობრებსა და დიდებულთ ძვირფასი საჩუქრები მოუტანა, ყველანი მოიმადლიერა და უფრო მეტად დაიახლოვა.
He brought back expensive presents for Grishka, Elena, his friends, and the men of power: he put them all in his debt and tied them even closer to himself.
81487.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გენერალ სუხომლინოვსაც ანგარიში ჩააბარა.
He presented the bill to General Sukhomlinov.
81488.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იმ ზომის და ყალიბის იარაღი და ყუმბარები ბლომად ჰქონდათ დამზადებული სხვებისთვის.
They had weapons and bombs of this quantity and quality ready to sell as a lot to others.
81489.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ცოტა მეტი მივეცი, სამაგიეროდ ნახევარს ეხლავე ჩამოიტანენ, მეორე ნახევარსაც კი – სამი თვის შემდეგ.
I paid a little over the odds, instead, they are going to bring half of the goods immediately, and the other half will come three months later.
81490.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დრო მოვიგეთ.
We’ve gained time.
81491.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ამერიკიდან წამოღებული უამრავი დამპალი საქონელი სამხედრო უწყებამ იყიდა.
The huge amount of rotten goods from America was bought by the military department.
81492.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეფე დედოფალმა სუხომლინოვის, რასპუტინის, ფრედერიქსის და მრავალთა დიდებულთა, მთავართა და წარჩინებულთა დასწრებით კვაჭს დიდი მადლობა გადაუხადეს, კამერ–იუნკერის მუნდირი უბოძეს და კიდევ სამი სხვადასხვანაირი ჯვარი ჩამოჰკიდეს.
In the presence of Sukhomlinov, Rasputin, Friedrichs, and many dignitaries, senior figures and prominent persons, the Tsar and Tsaritsa gave Kvachi their deepest thanks, granted him a Lord-in-waiting’s uniform, and hung three more different crosses round his neck.
81493.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სადილად მეფემ კვაჭი გვერდზე მოისვა და ამბავი გამოჰკითხა.
At dinner the Tsar had Kvachi sit next to him and ask him all his news.
81494.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭმა პირი მოიხსნა და ცოცხლად, ჭკვიანურად, დალაგებით და დარბაისლურად უამბო ნახული და უნახავი, გაგონილი, გაუგონავი.
Kvachi loosened his tongue and related what he had seen or not seen, heard, or not heard, with fire, wit, clarity, and courtesy.
81495.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბოლოს პაუზის შემდეგ ოდნავ ხმა დაიმდაბლა.
Finally, after a pause, he lowered his voice.
81496.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ვიცოდი, რომ თქვენს უდიდებულესობას ესიამოვნებოდა წარჩინებული ამერიკელის აზრის გაგება ამ საშინელი ომის შესახებ.
I know that your Majesty would find it agreeable to know the opinion of a prominent American about this terrible war.
81497.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ძალიან მესიამოვნება, ძალიან.
It would be very agreeable, very.
81498.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მრავალი მინისტრი და პრეზიდენტი ვნახე, ეხლანდელი და წინანდელი.
I saw a lot of ministers and the presidents, the present and the former.
81499.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყველას კერძოდ და ინტიმურად შევხვდი: ტაფტს, რუზველტს, ვილსონს, იუზს, ედისონს, მორგანს, როკფელერს და მრავალ მინისტრებს, მილიარდერებს, სენატორებსა და წარჩინებულებს.
I met them all privately and informally: Taft, Roosevelt, Wilson, Hughes, Edison, Morgan, Rockefeller, and a lot of ministers, billionaires, senators, and prominent people.
81500.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მოკლედ მოგახსენოთ: ყველანი დიდი მოსურნენი არიან ჩვენი გამარჯვებისა, მაგრამ...
To put it in a nutshell, they all very much want us to be victorious, but…