მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81521.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სილიბისტროს იმედი საქართველოსკენ დაიძრა.
Silibistro’s hope now headed for Georgia.
81522.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
პეტერბურგის სადგურზე კვაჭს ექიმი ყორანაშვილი შეჰხვდა.
Doctor Qoranashvili bumped into Kvachi at the Petersburg station.
81523.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ისიც ოსმალეთის ფრონტისკენ მოდიოდა.
He too, was off to the Ottoman front.
81524.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სამხედრო ექიმის ტანისამოსი ეცვა.
He was wearing a military doctor’s uniform.
81525.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთმანეთი მოიკითხეს.
They asked after each other.
81526.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყორანაშვილი კვაჭმა თავის კუპეში შეიპატიჟა.
Kvachi invited Qoranashvili to his compartment.
81527.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არზრუმამდის ერთი კვირა იმგზავრეს.
It took them a week to get to Erzurum.
81528.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იმ დროის განმავლობაში ყორანაშვილმა ერთი სიტყვა არ დასძრა არც ექიმობაზე, არც სხვა საგანზე: შვიდ დღეში კვაჭი არქეოლოგიით და ისტორიით გაჰბერა.
All that time Qoranashvili never spoke a word about medicine or about anything similar: for seven days he stuffed Kvachi with archaeology and history.
81529.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დილიდან საღამომდე კრაზანასავით ყურში ჩაჰბზუოდა.
From morning to nightfall he buzzed like a wasp in Kvachi’s ear.
81530.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბოლოს, კვაჭმა ყველა სახელები და ეპოქები ერთმანეთში აურია და გამოტყდა: – აჰ, სიტყვაც ვერ გევიგე.
In the end Kvachi confused all the names and all the eras and blurted out: "Oh, I can’t understand a word".
81531.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ისტორია ჩემი საქმე არასდროს ყოფილა.
History’s never been my thing.
81532.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აქა ამბავი კვაჭის საოცარი გარდაქმნისა და ერთი წაგებული ბრძოლის მოგებისა.
Kvachi’s Amazing Transformation, and a Lost Battle Won.
81533.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შტაბელებმა უმალვე გაიგეს კვაჭის ვინაობაც და ორიოდე კვირით ჩამოსვლის მიზანიც.
The staff members immediately realized who Kvachi was and why he’d come for a fortnight or so.
81534.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთი კვირა ქეიფში გავიდა.
One week was spent partying.
81535.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შტაბის უფროსმა და კვაჭმა ერთი ანდაზა გაიხსენეს – ხელი ხელს ჰბანსო.
The senior staff officer and Kvachi kept to the motto: "You scratch my back, and I’ll scratch yours".
81536.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთმანეთს მხარი მისცეს, მერმე შტაბის უფროსმა კვაჭის თავი დივიზიის ერთ ლოთ გენერალს ჩააბარა, ორივეს ცალ–ცალკე მისცა დარიგება და ფრონტისკენ გაისტუმრა.
They supported each other, then the staff commander handed Kvachi over to a drunken divisional general, gave them their separate instructions, and sent them off to the front.
81537.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭმა თან წაიყოლია დატვირთული ღვინით, კონიაკით, არყით და მრავალნაირი სანოვაგით სამი ორთვალა.
Kvachi brought with him three wagons loaded with wine, brandy, vodka, and all sorts of edible supplies.
81538.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უკან ერთგული მხლებელნი – გაბო ჩხუბიშვილი, ლადი ჩიკინჭილაძე და ორი ნაცადი რუსი მისდევდა.
They were accompanied by his faithful followers—Gabo Chkhubishvili, Ladi Chikinjiladze—and two experienced Russian soldiers.
81539.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ორი დღე იარეს ცხენებით.
They traveled for two days on horseback.
81540.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გზა სავსეა ეტლებით, ფურგუნებით, ორთვალებით, ცხენოსანთა და ქვეითი ჯარით, ზარბაზნებითა და ყუმბარების ყუთებით, დაჭრილებითა და ავადმყოფებით.
The road is busy with carriages, lorries, carts, cavalry and infantry, artillery and cases of shells, as well as the wounded and the sick.