მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81581.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უცებ ერთი თოფი გავარდა, მერმე – მეორე, მესამე და მეხუთეც.
Suddenly, a rifle fired, then another, then more.
81582.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რა მოხდა, რა ამბავია? – ეცა კვაჭი თავის რუს მხლებელს, რომელმაც სწორედ ამ დროს წამოიწია.
"What’s happened? What’s going on"? asked Kvachi, rushing to his Russian batman who had just emerged.
81583.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არაფერი – დაამშვიდა მხლებელმა კვაჭი.
"Nothing", the batman tried to reassure Kvachi.
81584.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აქაური ნანგრევები უპატრონო ძაღლებით არის სავსე.
The ruins here are full of homeless dogs.
81585.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დღისით იმალებიან და ღამღამობით კი სანადიროდ გამოდიან და სალდათებს აწუხებენ.
They hide by day, but come out to hunt at night and annoy the soldiers.
81586.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მკვდრებსა და დაჭრილებსაც ეტანებიან.
They go for the wounded and the dead.
81587.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შეწუხებული სალდათებიც ამ ძაღლებს ჰხოცავენ.
The soldiers get upset and kill these dogs.
81588.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ამაზე მეტი არაფერი ხდება.
That’s all that’s happening.
81589.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ირიჟრაჟა.
Dawn began to break.
81590.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბანაკი წამოშალეს და დაიძრნენ.
They broke camp and moved off.
81591.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შტაბიც უკან გაჰყვა.
The headquarters followed.
81592.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უცებ სადღაც შორს ზარბაზანმა დაიქუხა.
Suddenly, in the distance, a cannon thundered.
81593.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ქუხილი მთელ ხეობას მოედო და რამდენჯერმე განმეორდა.
The thunder filled the entire valley: the noise was repeated.
81594.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დაიწყო! – სთქვა ვიღამაც.
"It’s started," said someone.
81595.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭს ისევ ეშმაკები ჩაეპარნენ გულში.
The devils now crept into Kvachi’s heart.
81596.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მიიხედ–მოიხედა, სხვები გულმშვიდად იყვნენ.
He looked all round him, the others were calm.
81597.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ზოგს პირსახეზე ღიმილიც უთამაშებდა.
Some were even smiling.
81598.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სალდათები ისე გულმშვიდად მიჩანჩალებდნენ, თითქოს ბრძოლაში კი არ მიდიოდნენ, არამედ ყანიდან სახლში ბრუნდებოდნენო.
The soldiers were strolling so carefree that they seemed to be coming home from the fields, rather than going into battle.
81599.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
– ალბათ, არც ისე საშიშია, როგორც ზოგნი ამბობენ – მიუბრუნდა კვაჭი ჩხუბიშვილს.
"I suppose it’s not as frightening as some people say it is", said Kvachi, turning to Chkhubishvili.
81600.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შენ ყოჩაღად იყავი, ი ჩემა ნალა თათრები ფეხებსაც ვერ მოგვჭამენ, – გაამხნევა კვაჭი გაბომ.
"Put a brave face on it, those Turkish bastards won’t even bother us", Gabo encouraged Kvachi.