მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81561.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ვის ან რისთვის უნდა შეაკლა თავი?
What, who are you getting yourself killed for?
81562.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გეიბერე, გასუქდი და შენს ქერქში ვეღარ დაეტიე?
Are you so puffed up, so fat, that you can’t stay in your skin any more?
81563.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რა გაკლდა, რას დაეძებ?
What were you missing? What are you looking for?
81564.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ფული თავსაყრელი გაქვს, ქალები – უთვალავი, მუნდირი – კამერ–იუნკრისა, წოდება – თავადისა, ხელისუფლება – უსაზღვრო, სასახლე და მოსამსახურენი, პატივი და კეთილი ცხოვრება.
You’ve got a lot of money, countless women, a lord-in-waiting’s uniform, princely rank, unlimited power, a palace and servants, respect, a decent life.
81565.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყოლიფერი რაზეც ოდესმე გიოცნებია ახლა შენია.
All you could ever want is now yours.
81566.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეტი რაღა გინდოდა, რას დასდევ, რას დაეძებ?
What more did you want? What are you after, what are you seeking?
81567.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თხა რომ გასუქდა, მგელთან ჭიდაობა მოინდომაო, ეს ანდაზა ჩემზეა გამოჭრილი.
When the goat is fat, it decides to wrestle the wolf: that proverb applies to me.
81568.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ამბობენ, კვაჭი ჭკუიანი კაციაო.
Kvachi is supposed to be clever, a man.
81569.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რა სისულელეა!
What nonsense!
81570.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რომელი ჭკუიანი დაანებებდა თავს მეფურ ცხოვრებას და სასიკვდილოთ გაიმეტებდა თავს რაცხა მანეთიან ჯვრისთვის?!
Would any clever man leave a regal life to sacrifice it for some one-rouble cross?!
81571.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკა და სუხომლინოვი დამპირდნენ, თოფის ხმასაც არ გეიგებო.
Grishka and Sukhomlinov promised me I wouldn’t even hear a rifle being fired.
81572.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აქინე კი შუა ბრძოლაში მიკრეს თავი.
And here they’ve landed me in the middle of a battle.
81573.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კაია კიდო, თუ ტყვიამ ბარძაყი ან ლბილი ალაგი გამიხვრიტა.
I’ll be lucky if a bullet just gets me in the thigh or in a soft part of my body.
81574.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭის ყუმბარით დაფლეთილი მუცელი არ დაუცხრა და ტკივილმა უფრო მოუმატა.
Kvachi’s shrapnel-ripped belly gave him no rest: the pain got worse and worse.
81575.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თავში ეშმაკებმა ფერხული ჩააბეს.
The devils in his head began a round dance.
81576.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჯოჯოხეთის ჭიაკოკონა აანთეს და დამდნარი რკინა ჩაუსხეს.
They lit hell’s bonfire there and poured molten iron over him.
81577.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭმა დიდხანს იტრიალა გახურებულ ლოგინში, ბოლოს წამოხტა და აივანზე გავარდა.
Kvachi spent a lot of time turning in his overheated bed: finally he leapt to his feet and rushed out to the veranda.
81578.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ნაქალაქევში ძაღლები საზარლად ჰყმუოდნენ.
The ruined town’s dogs were barking horribly.
81579.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ქვეიდან ცხენების ჭიხვინი, ურმების ჭრიალი და ზარბაზნების რახარუხი ისმოდა.
From below he heard horses whinnying, carts creaking, artillery roaring.
81580.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბანაკი იღვიძებდა და სადღაც გადადიოდა.
The camp was waking up and on the move.