მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81621.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი უნებურად დაეცა პირქვე და მიწას გაეკრა.
Kvachi couldn’t help falling face down onto the earth.
81622.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იმავე დროს ბექობის ძირში ბანაკის გვერდით იმ მეხმა საზარლად იფეთქა.
At the same moment this lightning strike exploded horribly by the camp at the bottom of the slope.
81623.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ირგვლივ ზოგნი უკვე იცინოდნენ.
All round some were now laughing.
81624.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გაფითრებული კვაჭი ძლივს წამოდგა.
Kvachi, deadly pale, could barely stand.
81625.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დარეტიანებული იყო, აქეთიქით იცქირებოდა და გაუგებარს რამეს ლუღლუღებდა.
He was bewildered, looking in all directions, mumbling something unintelligible.
81626.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გაუწყრა ღმერთი... როგორ შემაშინა... კინაღამ დევიფსე კაცი
God is angry… I was quite scared… I nearly perished.
81627.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შენ ამას იქით ნახე, რა მოხდება, თორემ ეგ მხოლოდ სალამი იყო.
You wait and see what’s coming, this was just the "hallo".
81628.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მოგვაგნეს! – წამოიძახა ერთმა.
"They’ve got our range", one man called out.
81629.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თუ შემთხვევით შემოფრენილი ყუმბარა ასეთი ყოფილა, ნამდვილი რაღა იქნება!
If that shell was just a lucky strike, what will a properly aimed one be like?
81630.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ცეცხლი გახსენით! – ბრძანა სარდალმა.
"Open fire", ordered the commander.
81631.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შიკრიკები დაიძრნენ.
The couriers moved into action.
81632.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მიწაზე გაშლილი ტელეფონი აჟღარუნდა.
The telephone wires spread over the ground began to hum.
81633.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მთის კუდრაჭა ზარბაზანი ფინიასავით ჰყეფავს.
Miniature mountain cannon barks like a lapdog.
81634.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ველის ზარბაზანი ჰგმინავს და ღრიალებს.
Field cannon groans and roars.
81635.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მორტირი ბღავის და ჰსჭექავს.
Mortars bellow and thunder.
81636.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჰაუბიცი ჰქუხს და დრტვინავს.
Howitzers bang and rumble.
81637.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მიტრალეზი დედალივით კაკანებს.
Machine guns cackle like hens.
81638.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თოფი იატაკზე გადაყრილ ხუდოსაკით რაკრაკებს.
Rifles clatter like chickpeas thrown on the floor.
81639.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ცა იცრემლება თეთრი, ყვითელი და ვარდისფერი შრაპნელის ქულებით.
The sky weeps white, yellow, and pink clouds of shrapnel.
81640.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დედამიწა იპენტება ყუმბარების ალით, ბოლით, ქვისა და მიწის სვეტებით.
The earth is scutched by fire, smoke, and columns of rocks and earth.