მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81681.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ოსმალთა ცხენოსანი დივიზია გაიშალა.
The Ottoman cavalry division spread out.
81682.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შუაში თეთრი ბურნუსიანი არაბები და თავისებურად თავშეხვეული ქურთები იყვნენ.
In the middle were Arabs wearing white burnouses and Kurds with their strange headgear.
81683.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მათ წინ უსწრებდნენ ულემები, მწვანე დროშა–ალამები გამოიტანეს და ჯარი ლოცვა კურთხევით გამოისტუმრეს.
They were preceded by the Muslim scholars bearing green banners and seeing the army off with prayers and blessings.
81684.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერმე უცებ ჰაერი იმ გველვეშაპის ოხვრითა და გმინვით შეინძრა.
Then suddenly the air was filled with the groans and laments of the dragon.
81685.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დაიძრნენ და ნელ–ნელა წამოვიდნენ.
They moved off and slowly emerged.
81686.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თანდათან ნაბიჯს მოუმატეს.
They gradually quickening their pace.
81687.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერმე დაოთხდნენ და ქარივით წამოვიდნენ.
Then they broke into a gallop and came like the wind.
81688.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
წინ მწვანე ალამებსა და დროშებს მოაფრიალებდნენ.
Green banners and flags fluttered in front of them.
81689.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უთვალავ მახვილს მზეზე ლაპლაპი გაჰქონდა.
Countless sword tips shone in the sunlight.
81690.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მთელი დედამიწა ზანზარებდა.
The whole earth trembled.
81691.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
წამოსულთა ყმუილი და კიჟინა ზეცას სწვდებოდა.
The roar and shouts reached the heavens.
81692.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უცებ დამხდურთა ყველა ზარბაზნებმა ერთხმად დაიჭექეს და წამოსული თამამი გველვეშაპი მყისვე ბოლის, ქვიშისა და მტვრის კორიანტელში გაეხვია.
Suddenly every cannon thundered out at the same time, and the proud dragon that had attacked was instantly engulfed by a tornado of smoke, stones, and dust.
81693.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გველეშაპი ოდნავ აირია, აიკლაკნა და შეფერხდა.
The dragon was slightly taken aback, it started twisting and slowed down.
81694.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერმე დახოცილ დაჭრილებს გადმოალაჯა, ბოლისა და მტვრის ბურუსიდან გამოვარდა და ისევ წამოვიდა.
Then it stepped over the mass of the slain and wounded, rushed into the haze of smoke and dust, and went on coming.
81695.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყოველნაირი ჯურის ზარბაზნების, მიტრალებებისა და რამდენიმე ათასი თოფის გრიალი, კაკანი და ჭახაჭუხი ერთ განუწყვეტელ ქუხილად და ჭექად გადაიქცა.
The roar, clatter, and rattling of every kind of artillery, machine gun, and of several thousand rifles became one long unbroken thunderclap.
81696.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ზეცა გასკდა და დედამიწას საშინელ მეხად დაეცა.
The heavens broke and struck the earth with terrible lightning.
81697.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უცებ ის გველვეშაპი გრიგალივით ამოვარდა ბექობზე და კბილებით, დასწვდა თხრილებსა და საფრებს.
Suddenly the dragon fell like a hailstorm on the steep slope; its teeth bit the trenches and dugouts.
81698.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დაჰკა! მიდი! ასჩეხე! – დაუმიზნეთ!
Hit them! Go on! Hack at them! Aim at them!
81699.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ესროლეთ! გასტენეთ!
Fire at them! Reload!
81700.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყველანი და ყველაფერი ერთმანეთში აირია: ზარბაზანი და თოფი, ხმალი და ხიშტი, ცხენოსანი და ქვეითი, მტერი და მეგობარი.
Everybody and everything was plunged into chaos: cannons and rifles, swords and bayonets, cavalry and infantry, enemy and friend.