მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81661.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შავი გველვეშაპი იზმორებოდა, ხელ–ფეხს იჭიმავდა და ნახტომისთვის ძალ–ღონეს იკრეფდა.
The black dragon stretched out, tensing its limbs, gathering its strength for a leap.
81662.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შტაბის გამგემ კვლავ მოახსენა სარდალს: – დემირ–თეფე უდიდეს ხიფათშია.
The staff officer reported again to the commander-in-chief: "Demir-Tepe is in very great danger".
81663.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გენერალმა გველვეშაპისკენ გაიშვირა ხელი: – – ხომ ჰხედავთ რა მეხი უნდა დაგვატყდეს.
The general pointed his arm at the dragon: "See the thunderbolt that’s going to strike us"?
81664.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აქედან ერთ კაცსაც ვერ მივაშველებ.
I can’t send a single man from here to help.
81665.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მარქაფი ჯარი უფრო წინ წამოსწიეთ, ხოლო დემირ–თეფეს ასეთი ბრძანება გაუგზავნეთ: გიბრძანებთ ყველას, დემირ–თეფეზე შეაკლათ თავი მტერს.
Bring up the reserves, and send this order to Demir-Tepe: everyone at Demir-Tepe is to die killing the enemy.
81666.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ვინც უკან დაიხევს, იქვე დახვრიტეთ.
Anyone who retreats is to be shot on the spot.
81667.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გენერალო, ასეთი ბრძანება...
General, that is an order …
81668.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მე ვთქვი და გავათავე!
I’ve spoken and that’s it.
81669.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მოტრიალდა და კვლავ ოსმალთა საიერიშო რაზმებს გადმოჰხედა.
He spun round and took another look at the charging Ottoman ranks.
81670.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გადმოჰხედა და აღტაცებით აიშალა, აიბურძგნა და ატოკდა.
He looked at and rose to his feet with delight, ruffled his hair, and stirred into action.
81671.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყოჩაღ, ოსმალებო!
Fine men, you Ottomans!
81672.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ვაშა თქვენს ვაჟკაცობას!
I salute your courage!
81673.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აი, სანახაობა, აი, უმაღლესი ხელოვნება!
There’s a spectacle, that is military art at its best!
81674.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაინც შეგმუსრავთ ნახევარ საათში, დაგლეწავთ, მოგსპობთ და გაგაქრობთ!
I’m still going to exterminate you in half an hour, I’ll wipe out the lot of you, destroy you, annihilate you.
81675.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაგრამ მაინც მომწონხართ თქვე ურჯულოებო!
But I still admire you, you infidels.
81676.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გიჟივით ჰყვიროდა, ხელებს იქნევდა, დაჰხტოდა, მტერს მუშტებს უქნევდა და ნაწყვეტ–ნაწყვეტად ისროდა ბრძანებას.
He was shouting like a madman, waving his arms about, jumping up and down, waving his fists at the enemy, and firing off order after order.
81677.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყველა ზარბაზნები დაუმიზნეთ!
Aim all the cannons!
81678.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კარტეჩი ბლომად დაამზადეთ!..
Get all the case-shot ready.
81679.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სანამ ახლო არ მოვლენ, ერთი თოფიც არ გავარდეს!
Not a rifle is to fire until they get close!
81680.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დამშვიდდით! დალაგდით, ჩასაფრდით.
Stay calm, take up your positions, take cover.