მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81701.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დავიღუპეთ! დავმარცხდით! თავს უშველეთ!
We’re doomed! We’re beaten! Run for your life!
81702.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჰბოდავდა დარეტიანებული კვაჭი და თან უგზო–უკვლოდ დარბოდა და თაგვივით სოროს ეძებდა.
Kvachi raved in delirium, as he ran about aimlessly, looking like a mouse for its hole.
81703.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაგრამ ცხენი არსად სჩანდა.
But there was no horse to be seen.
81704.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არც გზა იცოდა.
He had no idea where to go.
81705.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ხან ბუჩქს ეფარებოდა, ხან თხრილში ვარდებოდა და ხანაც უნებურად ერეოდა მებრძოლ ჯგუფში.
Sometimes he hid behind bushes, tumbled into a trench, or blundered into groups of fighting men.
81706.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თავადო კვაჭანტირაძე! – ჩაჰყვირა ყურში გაქვავებულსა და დამბლადაცემულ კვაჭს გენერალმა.
"Prince Kvachantiradze"! the general yelled in the ear of the petrified and paralyzed Kvachi.
81707.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეს ბრძანება ქვეით ჩაიტანეთ და აგერ, იმ ღელეში ჩამალულ შტაბს გადაეცით.
Take this order down and give it to the staff taking cover in that ravine.
81708.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ხომ ჰხედავთ იმ გორაკს.
You can see that hill, can’t you?
81709.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დემირ–თეფე ჰქვიან.
It’s called Demir-Tepe.
81710.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გადაეცით სიტყვიერადაც, რომ ის გორაკი ბრძოლის, გასაღებია.
Tell them word for word that this hill is the key to the battle.
81711.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თუ მტერს ის გორაკი დაუთმეს, ერთი კაციც ვეღარ გავა ამ ჯოჯოხეთიდან.
If they let the enemy take this hill, not a single man will come out of this hell alive.
81712.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ოსმალების ტყვია გვიმსხვერპლებს ყველას.
We’ll all be killed by Ottoman bullets.
81713.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ტელეფონი გაწყვეტილია.
The telephone line’s severed.
81714.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აბა, ჯარის ბედი თქვენს ხელშია.
So the fate of the army depends on you.
81715.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჩქარა! მშვიდობით!
Be quick! Goodbye!
81716.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭმა თავის მხლებლებს ძლივს მიაგნო.
Kvachi had trouble rounding up his suite.
81717.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ცხენებს მოასხდნენ და გამოჰქუსლეს.
They mounted their horses and spurred them on.
81718.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შორიდან გზაზე ცხენოსანთა საეჭვო რაზმი შეამჩნიეს.
They spotted from afar an ominous band of cavalry.
81719.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გზა მოგვიჭრეს!
We’ve been cut off!
81720.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ოსმალები არიან, მარჯვნივ!
They’re Ottomans, go left.