მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81901.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დამარხეთ! კუბოში ჩასდეთ! მიწაში ჩაუშვით!
Bury him! Put him in a coffin! Put him into the ground!
81902.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჰყვირიან ზოგნი და კვაჭის მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს მისკენ ერეკებიან.
Some were yelling, herding Kvachi’s parents, relatives, and friends towards him.
81903.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეორენი იმ სალოსებს უძალიანდებიან, ტირილით ეხვეწებიან და შებრალებას სთხოვენ.
Others were pitting their strength against these madmen, pleading tearfully with them, asking for mercy.
81904.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა.
The battle went on for a long time.
81905.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბოლოს, მეფე დედოფალიც გამოჩნდა და ბრძანეს: – დამარხეთ!
Finally, the Tsar and Tsaritsa appeared and commanded: "Bury him"!
81906.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყველანი დაიძრნენ და კვაჭისკენ გამოიქცნენ.
Everyone sprang into action and rushed towards Kvachi.
81907.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ზოგნი გამარჯვების კიჟინით და ზოგნიც ვაებით და მოთქმით.
Some did so with a yell of victory, others with laments and mourning.
81908.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეფე–დედოფალმა, დიდებულებმა, წარჩინებულებმა და უმაღლესმა სამღვდელოებამ კვაჭს ანდერძი აუგეს.
The Tsar and Tsaritsa, the grandees, dignitaries and senior clergy recited Kvachi’s funeral rites.
81909.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერმე გრიშკამ, მიტიამ, სალოსებმა, ღვთის ცოდვილებმა, გონჯებმა და მახინჯებმა კვაჭის გარშემო გიჟური ფერხული ჩააბეს.
Then Grishka, Mitia Koliaba, the madmen and holy fools, the disfigured and crippled started a crazy round dance around Kvachi.
81910.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყველანი დახტოდნენ, იგრიხებოდნენ, იკრიჭებოდნენ, იფურთხებოდნენ და გაჰკიოდნენ: – სამოთხეში წავიყვანოთ, სამოთხეში!
Everyone was leaping, somersaulting, grimacing, spitting, and yelling: "Let’s take him to paradise, to paradise"!
81911.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არ მინდა სამოთხე, არ მინდა! – ჰკივის კვაჭი, მაგრამ მისი ხმა არავის არ ესმის.
"I don’t want to go to paradise, I don’t want to"! Kvachi shouted, but nobody heard him.
81912.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერმე საშინელი ღრიანცელი ასტყდა.
Then a terrible roar broke out.
81913.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უცებ ყველანი კვაჭს მისცვივდნენ და დიდ კუბოში ჩააწვინეს.
Everyone instantly rushed to Kvachi and laid him in a big coffin.
81914.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დედა! მამა! თქვენ რაღა გემართებათ?
Mother, father! What’s wrong with you?
81915.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ცოცხალი ვარ! ბესო! სედრაკ! მიშველეთ!
I’m alive! Beso! Sedrak! Help me!
81916.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ზოგნი სტირიან და ზოგნი იხარიან.
Some were weeping, others rejoicing.
81917.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თუ ვერ მიშველით, განზე მაინც გასდექით.
If you can’t help me, at least keep back.
81918.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თქვენი შვილის ცოდვაში მაინც ნუ ჩასდგებით.
Don’t let your son’s sins fall on you.
81919.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
პუპი სტირის და ეჩურჩულება: – აფერი გიშავს, შვილო, აფერი.
Pupi was weeping as she whispered to him: "It’s all right, child, it’s all right"!
81920.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ასთე უკეთესი იქნება, დამიჯერე მე.
It will be better this way, believe me.