მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81981.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ხელი მოაწერეთ ამ ვალდებულებას, რომ პეტერბურგიდან არ გახვალთ.
Please sign this undertaking not to leave Petersburg.
81982.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭმა ხელი მოაწერა, გამოვიდა და გრიშკასთან გაიქცა.
Kvachi signed, left, and rushed off to see Grishka.
81983.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
წმინდაო მასწავლებელო, ეს რა ამბავია?
Holy teacher, what’s all this about?
81984.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
როგორც ეტყობა არ ხუმრობენ.
They don’t seem to be joking.
81985.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მიშველეთ რამე, თორემ ჯერ მე დამღუპავენ ჩვენი საერთო მტრები და მერმე თქვენი ჯერიც მოვა.
Help me somehow, or our common enemies will destroy me and then it will be your turn, too.
81986.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკა ასლუკუნდა: – ყური მიგდე, აპოლონჩიკ!
Rasputin whined: "Listen to me, Apollonchik".
81987.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შენ ჩემთვის ძმასავით ხარ, არაფერს არ მოვერიდე, ყველაფერი შეგისრულე.
You’re as good as a brother to me, I’ve spared no efforts to do everything I can for you.
81988.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სიმდიდრე, თავადობა, მუნდირი, ჯვრები, კარის კაცობა, პატივი და ხელისუფლება გიშოვნე, ეხლა კი დროება გამოიცვალა.
Wealth, princely rank, uniform, crosses, a place at court, I’ve got you respect and power, but now times have changed.
81989.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მე ძალა აღარ შემწევს.
I don’t have the power I used to have.
81990.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჩვენი მტრები იმარჯვებენ.
Our enemies are winning.
81991.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მთელ ქვეყანას პირზე შენი სახელი აკერია, ყველანი შენს დახვრეტას მოითხოვენ.
Your name is on everyone’s lips now, everyone wants to see you shot.
81992.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რადგან ჩვენი უკანასკნელი დამარცხების ბრალი შენ გედება.
Because they blame you for our recent defeat.
81993.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არ ვიცი, ვინ არის მართალი და ვინ სტყუის.
I don’t know who is right and who is lying.
81994.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაგას სასამართლო გამოარკვევს.
The court will decide it.
81995.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რამდენიც შევძელი, გიშველე.
I’ve helped you as much as I could.
81996.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სანამ ახალ საბუთებს არ იშოვნიან, არ დაგაპატიმრებენ.
They won’t put you in prison until they find more proof.
81997.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ქვეყანას მოერიდე, ნურსად ნუღარ დადიხარ, გაჩუმდი და ცოტა ხანი ჩრდილში იცხოვრე.
Make yourself scarce, don’t go anywhere now, stay quiet and live in the shadows for a little while.
81998.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აი ჩემი რჩევა.
That’s my advice.
81999.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეტს ნუღარაფერს მომთხოვ.
Don’t ask anything else of me.
82000.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი მართლა შინ ჩაიკეტა.
Kvachi really did stay at home.