მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82001.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ლადის დაგეშილმა ცხვირმა და ხელმა ინფორმაციის საქმე ბრწყინვალედ მოაწყეს.
Ladi’s trained nose and hands kept him brilliantly well informed.
82002.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყოველდღე ათიოდე მხრიდან უტყუარი ამბები მოსდიოდა.
Every day he had reliable information from a dozen various sources.
82003.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყოველ შემთხვევისთვის „კეთილი სამარიტელი“ და მრავალი უძრავ–მოძრავი ქონება გინცს მიჰყიდა და ნაღდი სილიბისტროსთან შეინახა, რომელიც ისევ პეტერბურგში სცხოვრობდა.
Just in case, he sold Gintz The Good Samaritan and a lot of his real estate and other property; he handed the cash for safe-keeping to Silibistro, who was also living in Petersburg.
82004.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რამდენიმე გაზეთმა კვაჭს ოდნავ გაჰკრეს და მისი სახელი უდიერად მოიხსენიეს.
Several newspapers went for Kvachi, smearing his good name.
82005.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭმა თავის გაზეთებს შესაფერი პასუხი გაუგზავნა.
Kvachi sent the appropriate response to his own newspapers.
82006.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სამიოდე გაზეთმა შენიშვნებით და შემოკლებით დაბეჭდეს, დანარჩენებმა კი უარი შემოუთვალეს.
Just three papers printed them as brief corrections, but other papers rejected them.
82007.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
„მართლა ცუდად ყოფილა საქმე“ – გაიფიქრა კვაჭმა.
"Things really must be bad", Kvachi concluded.
82008.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იმავე დროს ბესომ, ლადიმ და აგენტებმაც სანუგეშო ვერაფერი მოუტანეს.
Meanwhile Beso, Ladi, and the agents had nothing encouraging to report.
82009.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
საქმე კარგად ვერ მიდის – მოკლედ მოუჭრა ძუნწმა ბესომ.
"Things aren’t going to go well", the taciturn Beso summed up.
82010.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გეიპარე – ურჩია ჩიკინჭილაძემ.
"Make yourself scarce", advised Chikinjiladze.
82011.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აჰ, მაი არ ვარგა.
Oh no, that’s no good.
82012.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჯერ სამაგისოდ არ გამხდარა საქმე – უპასუხა კვაჭმა.
"Things aren’t that bad yet", responded Kvachi.
82013.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთხელ კიდევ სცადა ბედი: ნაცნობ მინისტრებს, წარჩინებულებსა და დიდებულებს დაუარა.
Once again he tried his luck: he paid visits to the ministers, dignitaries, and grandees he knew.
82014.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყველგან მოკლედ მოუჭრეს: – შინ არ გახლავთ! – ან: – არ სცალიან – ან კიდევ: – ავად ბრძანდება.
Everywhere he got the same curt refusal: "He’s not at home… He’s too busy… He’s unwell".
82015.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკამაც წინანდელი პასუხი განუმეორა: – რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე.
Grishka’s response was as before: "I’ve done all I can do".
82016.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭის ყველანი ჩამოსცილდნენ.
Everyone avoided Kvachi.
82017.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყველამ კარები მოუკეტა ცხვირწინ და ხელები დაიბანა.
Everyone shut their doors in his face, and washed their hands of him.
82018.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გეიპარე – კიდევ ურჩია ბესომ და ლადიმ.
"Make yourself scarce", Beso and Ladi repeated their advice.
82019.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
– აჰ, არასოდეს! – გადასჭრა კვაჭმა და მუქარაც წამოისროლა: მალე ვნახავ, ვინ ვისთან მივა სახვეწნელად.
"Oh no, never"! Kvachi decided, and issued a threat: "I’ll soon see who’ll be pleading with whom".
82020.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არ დაგცალდებათ კვაჭის დაღუპვა, უმალ თვითონვე დეიღუპებით.
You’ll have to wait a long time to see Kvachi go under, you’ll go under yourself first.