მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82041.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი იდუმალი საქმით დაკავდა.
Kvachi was busy with covert work.
82042.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბესო, ლადი, ჭიპი, ჯალილა, სედრაკა და კვაჭის მრავალი ახალი და ძველი ნაცნობ-მეგობრები მთელს ქალაქში დაფუსფუსებენ, ყაზარმების გარშემო და განაპირა უბნებში დაძვრებიან, საიდუმლო კრებებს ჰმართავენ, იარაღს ჩალის ფასად ჰყიდულობენ და ყოველ მხრივ საბოლოო ბრძოლისთვის ემზადებიან.
Beso, Ladi, Chipi, Jalil, Sedrak, and many old and new friends and acquaintances ran round the whole city, the barracks and the outer suburbs, holding secret meetings, selling weapons at bargain prices, and getting ready for a final battle.
82043.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყველაფერი მზად არის და ყველანიც მზად ვართ! – გადასჭრა, ბოლოს, სამხედრო საიდუმლო სინკლიტმა, რომელიც კვაჭის მეთაურობით შესდგა.
"Everything’s ready, and we’re all prepared"! Kvachi’s secret military junta finally declared.
82044.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სამოქმედო გეგმაც შეიმუშავეს და დროც დაინიშნეს.
They had worked out a plan of action and set a date.
82045.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთ საღამოს ელენემ კვაჭის ბესოს პირით შეატყობინა: „ეხლავე მოდი ჩემთან.
One evening Elena sent Kvachi a message via Beso: "Come and see me straight away".
82046.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არ ინანებ, იქნება შენს საქმეს ეშველოს რამეო.
You won’t regret it, it may be of use to your cause.
82047.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ნახევარი საათის შემდეგ კვაჭი ელენესთან ავიდა.
Half an hour later Kvachi visited Elena.
82048.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გთხოვთ გაიცნოთ, – წარუდგინა ელენემ კვაჭის შავწვერა და მელოტი პურიშკევიჩი.
"Let me introduce you"! said Elena, presenting to Kvachi a bald man with a black beard: Purishkevich.
82049.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭის გაუკვირდა და გაუხარდა.
Kvachi was astonished and pleased.
82050.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გაიფიქრა: იქნება მართლა ამან მიშველოსო.
He thought that he might really be of help.
82051.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთმანეთი გაიცნეს, გაჰსინჯეს და დიდხანს ჩურჩულებდნენ.
They got to know one another, took each other’s measure, and had a long whispered chat.
82052.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეორე დღეს პურიშკევიჩმა კვაჭი დიდ მთავარს დიმიტრის, თავადს ფელიქს იუსუპოვს, კაპიტანს სუხოტინს და ექიმს ლაზოვერტს გააცნო.
The next day Purishkevich introduced Kvachi to Grand Duke Dimitri, Prince Felix Yusupov, Captain Sukhotin, and Doctor Lazovert.
82053.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ვახშამმა და ჩურჩულმა რიჟრაჟამდე გასტანა.
Supper and a quiet conversation lasted until daybreak.
82054.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყველაფერზე შეთანხმდნენ, გეგმა შეიმუშავეს, ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცეს და დაიშალნენ.
They worked out a plan, swore each other loyalty, and then parted.
82055.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭიმ მაშინვე შეჰყარა სინკლიტი, ყველაფერი უამბო და უბრძანა: – გადასდეთ!
Kvachi immediately summoned his junta, told them everything and ordered: "Pass it on".
82056.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ამ ტუტუცებსაც ის დაემართებათ, რაც დაიმსახურეს.
Those idiots will get what they deserve.
82057.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თლა გაგიჟებულან აი სულელები!
They must be completely mad to be so stupid.
82058.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თვითონვე სჭამენ თავიანთ თავს, საკუთარ სახურავს თავზე ინგრევენ და გულმოდგინედ, გაფაციცებით სჭრიან ტოტს, რომელზედაც სხედან.
They’re digging their own graves, pulling down the roof over their heads, working hard to saw off the branch they’re sitting on.
82059.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თევზი თავიდან აყროლდებაო, აი ანდაზაც თურმე ამ ხალხზე ყოფილა ნათქვამი.
Fish starts stinking from the head: that saying was written for these people.
82060.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ქვეიდან ვაპირებდით ქვეყნის გადატრიალებას; თურმე ამ საქმეს ზემოდანაც შესდგომიან.
We’ve been meaning to turn the world upside down from below; they have started doing it from above.