მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82061.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეხვეწებიან: თავი უნდა მევიკლათო და გვიშველეთო.
They’ve been begging me, saying they have to kill themselves, so please help.
82062.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კი, ბატონო, მაგისთანა კეთილ საქმეში ქე გიშველით, უეჭველად გიშველით!
Fine, gentlemen, I really will help you do this noble thing, I certainly will.
82063.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ის კი არ იციან გადარეულებმა, რომე მაგათი ხელით დაღვრილი საკუთარი ერთი წვეთი სისხლი მერე წარღვნად გადიქცევა, რომელშიც პირველად თვითონვე დეიხჩვებიან.
The crazy lot don’t know that just one drop of their blood shed by their own hand will become a deluge in which they’ll be the first to drown.
82064.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არ იციან, რომ მათგან აშვებული ნიავი გრიგალად გარდიქმნება და ისთე აღგვის მაგათს ხსენებას დედამიწის პირიდან, როგორც გუშინდელმა ქარმა თოვლი ააშრო და აღგავა.
They don’t know that the breeze they start will become a whirlwind and blow away their very memory, like yesterday’s snow melted and swept away by the wind.
82065.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბესო, განა სასაცილო სასწაული არ არის, რომე შენი მტერი, რომელსაც მოსაკლავად დასდევ, თვითონვე იდებდეს პირში დამბაჩას და შენც დახმარებას გეხვეწებოდეს?!
Beso, isn’t it a ridiculous sight when your enemy, whom you’ve been chasing for the kill, puts a pistol in his own mouth and begs you to help him?
82066.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იესო ქრისტემ ბრძანა: გაჭირვებაში მოყვასსა შენსა დაეხმარეო.
Jesus Christ taught: help your friend in times of trouble.
82067.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჩემი ადამიანური მოვალეობაც ამას მასწავლის, პირადი ინტერესიც ამას ამბობს და ინტუიციაც ამასვე მიკარნახებს.
My humanitarian duty teaches me the same; self-interest says the same, and intuition dictates it.
82068.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კი, ბატონებო, კი!
Fine, gentlemen, fine!
82069.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დაგეხმარებით ამ საქმეში, ხალისით და სიხარულით დაგეხმარებით!
I’ll help your cause and do so with pleasure and joy.
82070.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სივრცეში ვიღაცას მუქარის თითი დაუქნია და ყორანივით იწინასწარმეტყველა.
His finger was threatening someone in the distance; he was prophesying like the raven.
82071.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეიცათ! დამაცადეთ!
Just you wait, give me a little time.
82072.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დრო მოვა, რომე მწარედ ინანოთ, თავი კედელს მიახალოთ, საკუთარი სისხლი დალიოთ და საკუთარი ხორცი დეიგლიჯოთ, მარა მერე ყოლიფერი თქვენს თავს დააბრალეთ!
The time will come and you will bitterly regret it, you will hit a wall, drink your own blood, and tear at your own flesh, but you have only yourself to blame for everything.
82073.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გვიან-ღა იქნება თითზე კბენანი, კისრის ტეხანი და კბილთა ღრჭენანი!
It will be too late to bite your fingernails, strain your neck, and gnash your teeth!
82074.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უცებ კვაჭი გასწორდა, გაიჭიმა და ისევ ისე ამაღლდა, როგორც ერთხელ აიშოტა დემირთეფეს ძირში.
Suddenly Kvachi stood up straight, tensed himself, and rose up, as when he was sprawled beneath Demir-Tepe.
82075.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ხმა უთრთოდა და თვალები უბრწყინავდნენ.
His voice trembled, his eyes blazed.
82076.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დეიხსომეთ ჩემი სიტყვა, და თუ ადრე დევიღუპე, გადაეცით მთელს ქვეყანას და ისტორიას.
Remember my words and, if I perish early, tell the whole world and history.
82077.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ათას ცხრაას თოთხმეტ წელს თოთხმეტ ივლისს დღევანდელმა რუსეთმა, მსოფლიო ომის გრიგალში რომ ჩაერია, თვითონ გამეიჭრა ყელი, - ეს ერთი.
On 14 July 1914 today’s Russia, by getting involved in a World War, cut its own throat - That’s one thing.
82078.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რამდენიმე დღის შემდეგ წარჩინებულთა და დიდებულთა ერთი ჯგუფი მოსჭრის რუსეთის დედა-ბოძს..
In a few days, a group of dignitaries and grandees will saw down the pillar that holds up the house of Russia.
82079.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ორიოდე თვეში ეს ჯგუფი მხარს მისცემს საიდუმლო ძალებს და მათთან ერთად ათასი წლით დაგუბებულს უძირო და უსაზღვრო გუბეს ბარიერს მოურღვევს.
In two months or so this group will support the secret forces and join them in tearing down the barrier holding back a bottomless and boundless dam which has been accumulating for ten years.
82080.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იგი გუბე მრისხანედ დაიძვრება და ჯერ-ჯერობით დღევანდელ ხელისუფლებას წალეკავს.
This floodwater will come like God’s wrath and sweep today’s government to hell.