მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82021.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეორე დღეს ჭიპი ჭიპუნტირაძე გულგატეხილი შემოვარდა.
The next day a despondent Chipi Chipuntiradze came running in.
82022.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იდელსონები დეიჭირეს.
The Idelsohns have been arrested.
82023.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ორივენი? – ორივენი! ისაკაც და რებეკაც!
Both of them? Both! Isaac and Rebecca.
82024.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჩქარა, გაიქეცით! დეიმალეთ!
Quick, run! Hide.
82025.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გეიქეცით! ჩქარა!
Get away! Quick!
82026.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭმა დინჯად და მოკლედ მოსჭრა: – აწი კი მართლა დრო დადგა.
Kvachi retorted curtly and seriously: "Now the time really has come".
82027.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერმე ეპოლეტები დაიგლიჯა, ჯვრები ჩამოიხსნა, გადაჰყარა და განრისხდა.
Then he tore off his epaulettes, removed his crosses, threw them away, and went into a fury.
82028.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კმარა რაც მაგათგან უსამართლობა ვნახე!
I’ve had enough of their injustice!
82029.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეხლა ჩემი შურისძიებაც იგემონ.
Now they’ll get a taste of my revenge.
82030.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იმავე დღეს 180 გრადუსით შეცვალა ფრონტი.
That day he turned the battlefront round 180˚.
82031.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აქა ამბავი გეზის შეცვლისა და კვაჭის წინასწარმეტყველებისა.
A Change of Direction and Kvachi’s Prophecy.
82032.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთი ხანია, რაც გადაცმული და გრიმ-აკრული კვაჭი სამიოდე ღარიბ ბინას შეეჩვია.
For a while Kvachi, disguised and wearing make-up, habitually visited three down-at-heel apartments.
82033.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ზოგჯერ ის ღარიბნი და საეჭვონი მიყრუებულ უბნებში შეჰხვდებიან კვაჭის და ხანგრძლივ ჩურჩულს გააბამენ ხოლმე.
Every now and again paupers and other dubious persons would meet Kvachi in remote suburbs and engage in long, whispered conversations.
82034.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
– ჯარში გაახურე მუშაობა, ჯარში! – დაჟინებით მოითხოვს კვაჭი.
"Step up your work in the army, in the army", insisted Kvachi.
82035.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დანარჩენები დიდი ხანია მზად არიან.
Everyone else has been ready for a long time.
82036.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭიმ პატიჟობას და ნადიმებსაც მოუხშირა.
Kvachi gave more invitations and held more banquets.
82037.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სტუმრად მხოლოდ აფიცრები ჰყავს.
His guests were exclusively officers.
82038.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უხვად აბნევს ფულს და ჩიქორთულს რასმე ლაპარაკობს.
He spread his money about generously and talked a lot of gibberish.
82039.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რამდენიმე ხელქვეითი ადიუტანტი ჰყავს.
He has a few subordinate adjutants.
82040.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ის აფიცრები კვაჭის ყოველ დღე ანგარიშებს აძლევენ და იმისგან ახალ-ახალ დარიგებას და დავალებას ღებულობენ.
Those officers reported to Kvachi daily and took instructions for missions on his behalf.