მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82101.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთი რამ არის მხოლოდ ცხადი და უეჭველი: იმ საღამოს რუსეთის მოირამ კვაჭის პირით რუსეთის ბედის წიგნი გადმოუშალა, მაგრამ განწირულებმა მას არ დაუჯერეს.
One thing alone is clear beyond doubt: that evening Russia’s Moira opened the book of Russia’s fate through Kvachi, but the doomed did not believe him.
82102.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აკი ერთხელ უკვე მოგახსენეთ: ჭორიკანა ისტორია ყოველთვის სტყუის მეთქი.
But I’ve already told you that history is a lying gossip.
82103.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეს უბრალო ჭეშმარიტება ერთხელ კიდევ ზედმიწევნით დამტკიცდა კვაჭის თავზე.
This simple truth has yet again been proven in the case of Kvachi.
82104.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რაც ათიოდე წელიწადში რუსეთის შესახებ წიგნი დაწერილა, ორასი ურემი დაიტევს.
In the last ten years enough books have been written about Russia to fill two hundred carts.
82105.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
წიგნის ჭიებმა თავიდან ბოლომდე გადაიკითხეს ესოდენი ნაწერი, მაგრამ დახე ქვეყნის უმადურობას! – ერთხელაც ვერსად ამოიკითხეს კვაჭის სახელი.
A bookworm may read them all from beginning to end, but—typical of the world’s ingratitude—they have never come across Kvachi’s name anywhere.
82106.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მისი დიადი საქმე, განუზომელი ღვაწლი და დაუფასებელი ამაგი ვიღაცეებმა მიიწერეს, მიითვისეს და გაინაწილეს.
Others have ascribed to themselves, misappropriated and redistributed his glorious cause, his inestimable labors, and invaluable good deeds.
82107.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაგრამ – მადლობა უფალსა!
But, thank God.
82108.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭის მრავალი ცოცხალი მოწმე ჰყავს: აი, თუნდა ბესარიონ შიქია, სედრაქ ჰავლაბრიანი, ლადი ჩიკინჭილაძე, გაბო ჩხუბიშვილი, ჭიპი ჭიპუნტირაძე, თუნდ ჯალილ ემინ ოღლიც და მრავალნი სხვანი, რომელნიც ადასტურებენ ზემო და ქვემო ნათქვამს.
Kvachi has many living witnesses: just to name a few—Beso Shikia, Sedrak Havlabariani, Ladi Chikinjiladze, Gabo Chkhubishvili, Chipi Chipuntiradze, Jalil Emin-oglu, and many others who can confirm what is said above and below.
82109.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აქა ამბავი მადლის გადახდისა და ისტორიის დამახინჯებისა.
Giving Thanks and Distorting History.
82110.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეორე დღეს კვაჭი, პურიშკევიჩი, იუსუპოვი და სხვები ერთხელ კიდევ შეიკრიბნენ.
The next day Kvachi, Purishkevich, Yusupov, and others met again.
82111.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რევოლვერით მოვკლათ! – სთქვა ერთმა.
"Let’s kill him with a revolver", said one of them.
82112.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მოვწამლოთ! – ურჩია მეორემ.
"Let’s poison him", advised another.
82113.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დავახჩოთ! – წამოიძახა მესამემ.
"Let’s drown him", exclaimed a third.
82114.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არ ვარგა, – სთქვა, ბოლოს, კვაჭიმ.
"That’s pointless", Kvachi finally said.
82115.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ის ღერძი უნდა მოვჭრათ, რომელიც ატრიალებს დღევანდელ რუსეთს.
We’ve got to remove the axis on which today’s Russia revolves.
82116.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შენიშვნამ ყველანი აღაფრთოვანა.
The remark delighted everybody.
82117.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მოვჭრათ! მოვჭრათ! – გაჰკიოდნენ და ერთმანეთს ლაპარაკს აღარ აცლიდნენ.
"Let’s remove it, remove it", they yelled, talking over each other.
82118.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერე კვაჭის გეგმა განიხილეს, მოიწონეს და დაიშალნენ.
Then they studied Kvachi’s plan, weighed it up, and left for home.
82119.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დიდო მასწავლებელო; წმინდაო მამაო! – ეუბნებოდა იმავ საღამოს კვაჭი რასპუტინს:
"Great teacher, Holy Father"! Kvachi said to Rasputin that same evening.
82120.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დიდი ამაგი გაქვს ჩემზე, მინდა მცირედი მაინც გადაგიხადო.
You’ve done so much for me, so I want to show my thanks in a small way.