მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82121.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თუ გუნებაზე ბრძანდები, ხუთ მზეთუნახავს ჰსურთ აბანოში...
If you’re in the mood, there are five beautiful girls in the bathhouse who’d like…
82122.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
და ღიმილით ყურში რამდენიმე სიტყვა ჩასჩურჩულა.
And, smiling, he whispered a few words in his ear.
82123.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკას სახე გაუბრწყინდა და თვალები ზეთით დაუსველდა.
Grishka beamed and his eyes became oily.
82124.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სად? როდის? – ამაღამ, თავად იუსუპოვთან.
Where? When? Tonight, at Yusupov’s.
82125.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მე და ფელიქსი გეპატიჟებით, რადგან ორივეს შენი ვალი გვმართებს.
Felix and I are inviting you because we both feel we are in your debt.
82126.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ლამაზები არიან?
Are they good-looking?
82127.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ხუთივენი მზეთა– მზენი არიან, ერთი გიშრის თმიანი, მეორე...
All five are real beauties, the first has jet-black hair, the second…
82128.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკამ აღარ დააცალა და თვისი მადლიერი მეგობარი და ერთგული მცველი გულში ჩაიხუტა.
Grishka stopped them in mid-word and hugged his grateful friend and loyal defender to his chest.
82129.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შუაღამემ რომ მოატანა, იუსუპოვი და კვაჭი გრიშკას სახლს ავტომობილით მიადგნენ და კიბეს შეუდგნენ.
When midnight was drawing near, Yusupov and Kvachi went at Grishka's house by car and went up the stairs.
82130.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არა, არ შემიძლიან! – წაიჩურჩულა უცებ გაფითრებულმა ფელიქსმა და კედელს მიეყუდა.
No, I can’t, Felix, who was deadly pale, suddenly whispered and leant against a wall.
82131.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თავადო, სირცხვილია! – მიაძახა კვაჭიმ და წაბარბაცებულ იუსუპოვს იღლიაში შეუჯდა.
"Shame on you, prince"! Kvachi exclaimed and took the stumbling Yusupov by the elbow.
82132.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გამხნევდით! გასათხოვარი ქალი ხომ არ ბრძანდებით?
Summon up your courage: you’re not a bride at the altar, are you?
82133.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეძნელება... ღალატია... აქვე მოვკლავ, მაგრამ ჩემს სახლში შეტყუება...
I find it hard… It’s treachery…
82134.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არა, ეს ვაჟკაცობა არ არის.
No, there’s nothing manly about that.
82135.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სირცხვილია მეთქი, თავადო!
I said shame on you, prince.
82136.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეგ ადრევე უნდა მოგეფიქრათ!
You should’ve thought about it before.
82137.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მართალი ბრძანებაა! – მოსულიერდა ფელიქსი, კიბეზე ავარდა და კარები მძლავრად დააბრახუნა.
"You’re right", said Felix, recovering his spirits; he rushed upstairs and knocked loudly at the door.
82138.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ორივენი კოხტად ჩაცმულს და მოპრანჭულ გრიშკას გადაეხვივნენ.
They both embraced Grishka, who was nicely dressed in his finest clothes.
82139.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭიმ გრიგოლს ნაძალადევის სიცილით მიაძახა: – აბა, წმინდაო მამაო, წავიდეთ წმინდასა მასა ადგილსა!
Forcing himself to smile, Kvachi called to Grigol: "Right, Holy Father, let’s go to the holy place".
82140.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკას თითქოს ეჭვის ჭიამ უკბინა: – იუდას ამბორსა ჰგავს შენი კოცნა, აპოლონჩიკ!
Grishka seemed to have an inkling that something was wrong: "Your kiss, Apollonchik, feels like Judas’s".