მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82161.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რატომ თქვენ არა სჭამთ ამას? – ჰკითხა გრიგოლმა ორივეს და კრემიანი ნაცხვარი შესთავაზა.
"Why aren’t you eating them"? asked Rasputin, offering them a cream pastry each.
82162.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ორივენი გაფითრდნენ და ერთმანეთს გადაჰხედეს.
They both turned pale and exchanged glances.
82163.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მადლობელი, მამაო... არ მიყვარს...
No thank you, father … I don’t like them.
82164.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თქვენთვის დავამზადე, წმინდაო მამაო...
I had them made for you, Holy Father …
82165.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ვიცი, რომ ეგ ნამცხვარი თქვენი საყვარელი საჭმელია...
I know that this pastry is your favorite …
82166.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თითო ნამცხვარში ჩაწვეთებულია სამი დეციგრამი ციანის შხამი, უუძლიერესი და უებარი საწამლავი.
Each pastry is dosed with three hundred milligrams of cyanide, the strongest and surest of poisons.
82167.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკას სასმელიც მოწამლულია.
Grishka’s drink is also poisoned.
82168.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი და ფელიქსი გულის ფანცქალით ელიან საწამლავის ძალას, მაგრამ გრიშკას არაფერი ეტყობოდა.
Kvachi and Felix were anxiously waiting for the poison to work, but Grishka showed no ill effects.
82169.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არ კვდება! – გუნებაში ფიქრობენ ორივენი და გრიშკას პირსახეში შესცქერიან: „
"He’s not dying" - they both thought, looking Grishka in the face.
82170.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რა გამძლე ძაღლი ყოფილა... ან საწამლავი არ ვარგა!
He must be a strong dog, or the poison is no good.
82171.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკას ღვინო გაუჯდა: – კიდევ დამისხით!
Grishka was getting tipsy: "Pour me some more"!
82172.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭიმ ერთი ჭიქა კიდევ გაუვსო, თვითონ კი ისევ შამპანური დაისხა.
Kvachi refilled his glass, and poured himself another glass of champagne.
82173.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკამ ზედი–ზედ ორი ჭიქა დასცალა და ზედ ორი ნამცხვარი კიდევ დაატანა.
Grishka downed two glasses one after the other, and followed them with two more pastries.
82174.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გაფითრებულნი ერთმანეთს ქურდულად შესცქერიან.
They turned pale and gave each other furtive looks.
82175.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკა გუნებაზე მოვიდა.
Grishka’s mood improved.
82176.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
პირი მოიშვა და აყბედდა.
His face relaxed and he started talking.
82177.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ლამაზ ქალებს ელის და ულაყივით მოუთმენლად სტოკავს და სჭიხვინებს.
He is looking forward to the pretty girls and stamping his foot impatiently like a stallion, whinnying.
82178.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კიდევ დამისხით!
Pour me some more.
82179.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ისევ ორი ჭიქა დალია.
He drank another two glasses.
82180.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ისევ არაფერი მომხდარა!..
Nothing happened again.