მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82141.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ორივენი აათვალიერა.
He eyed both of them.
82142.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თვალებში უნდობლობის ცეცხლი უელავდა და ხიფათს ჰგრძნობდა.
A flash of mistrust lit up his eyes: he sensed danger.
82143.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ორივემ ორგულობა, ორპირობა და მზაკვრობა მხიარულ სიცილსა და მასხრობაში ჩაახჩვეს.
The two of them disguised their treachery, hypocrisy, and double-dealing behind a mask of laughter and joking.
82144.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აპოლონჩიკ! შენი ძმად ნაფიცი ვარ...
Apollonchik, I’m your sworn brother …
82145.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დიდი მადლი დამიდვია შენზე...
I’ve put a lot of trust in you …
82146.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თუ გულში გიდევთ რამე, ღმერთი გაიხსენეთ და მომშორდით, თორემ...
If you’re hiding anything, think of God and get out of me, or …
82147.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დიდო მასწავლებელო! წმინდაო მამაო! ხუმრობთ?
Great teacher! Holy Father! Are you joking?
82148.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ისეთი წრფელი გულით წამოიძახა კვაჭიმ, რომ გრიშკას იჭვის ცეცხლი უმალ გაუქრა.
Kvachi spoke with such heartfelt sincerity that Grishka’s glimmer of suspicion died away.
82149.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შე გიჟო, ხუმრობა ვეღარ გაგირჩევია? – წამოიძახა გრიშკამ და კვაჭის ორი თითი ნიკაპში აჰკრა.
"Are you mad? Can’t you take a joke"? explained Grishka and flicked two fingers at Kvachi’s chin.
82150.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაინც ერთხელ კიდევ ჩააცქერდა თვალებში და დაემუქრა.
But he looked again into his eyes and threatened him.
82151.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ოცი წუთის შემდეგ სამივენი იუსუპოვის სასახლის ქვემო სართულში ისხდნენ.
Twenty minutes later all three were sitting on the ground floor of Yusupov’s palace.
82152.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ტკბილად მუსაიფობდნენ და ზედაც სასმელსა და ტკბილეულს აყოლებდნენ.
They were having a pleasant chat with sweets and lots to drink.
82153.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი და ფელიქსი შამპანურს სვამდნენ და გრიგოლს მეოთხეჯერ ეუბნებოდნენ: – წმინდაო მამაო, აი, თქვენი საყვარელი მარსალა, რატომ არ მიირთმევთ?
Kvachi and Felix were drinking champagne and telling Grigol for the fourth time: "Holy Father, have some of your favorite marsala: why aren’t you drinking any"?
82154.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გუნებაზე არა ვარ, არ მინდა.
I don’t feel like it, I don’t want to.
82155.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
პირველი სართულიდან გრამოფონის ხრიალი მოისმოდა.
The noise of a gramophone came from the first floor.
82156.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სტუმრები ჯერ არ წასულან...
The guests haven’t left yet …
82157.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჩემი სიდედრიც აქ ბრძანდება...
My mother-in-law is up there …
82158.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მესამედ ეუბნებოდა ფელიქსი გრიშკას: „ეხლავე წავლენ, მერე ჩვენი ჯერიც დადგება...
Felix told Grishka for the third time - "They’ll go any minute, then it will be our turn…
82159.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გოგონები აქვე მყავს დამალული...
I’ve hidden the girls nearby…
82160.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უცებ გრიშკამ ორი ჭიქა მარსალა დასცალა და ზედ ორი პატარა კრემიანი ნამცხვარიც დაატანა.
Suddenly Grishka downed two glasses of marsala and ate two small cream pastries.