მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82181.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არ კვდება... ამდენი შხამი ხუთ კამეჩს ეყოფოდა...
He’s not dying… there’s enough poison to kill five buffalo…
82182.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რკინის კაცია! – ჰფიქრობს კვაჭი და ფელიქსს ერთხელ კიდევ გადაჰხედავს.
"The man’s made of iron", Kvachi thought and exchanged glances with Felix again.
82183.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ნაზი ფელიქსი გაფითრებულია.
The gentle Felix is pallid.
82184.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ორპირობს და ფითრდება, რადგან ესოდენ თამაშსა და ორგულობას ვეღარ უძლებს.
He was being underhand, but turning pale because he could no longer keep up such a hypocritical act.
82185.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მკვდრის ფერი ადევს.
He looked cadaverous.
82186.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ტუჩები უცახცახებს, მარცხენა წარბი უთრთის და უთამაშებს.
His lips trembles, his left eyebrow twitches.
82187.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უცებ წამოდგება და საყელოში ხელს წაივლებს თითქოს იხჩვებაო.
Suddenly he got up and ran his hand round his collar, as if he were choking.
82188.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დაიგვიანეს... მე... მე წავალ...
They’re late… I… I’ll go…
82189.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეხლავე დავბრუნდები...
I’ll be back soon…
82190.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ნაწყვეტად ჰლუღლუღებს და ბარ-ბაცით ოთახიდან გავარდება.
He mumbled as he staggered out of the room.
82191.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ზევით პურიშკევიჩი, დიდი მთავარი დიმიტრი, კაპიტანი სუხოტინი და ექიმი ლაზოვერტი დასასრულს ელოდებიან.
Upstairs Purishkevich, Grand Duke Dimitri, Captain Sukhotin, and Dr Lazovert waited for it all to end.
82192.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყველანი აშლილნი და დაბნეულნი არიან.
They were all in shock and confusion.
82193.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ფელიქსი კვნესით შევარდა იმ ოთახში და ისტერიულად წამოიძახა: – არ შემიძლიან...
Felix came into the room groaning and shouted hysterically: "I can’t stand it"…
82194.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რა იყო? რა ამბავია?
What’s happened? What’s going on?
82195.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ათიოდე ნამცხვარი შეჭამა და ერთი ბოთლი მარსალა დალია, მაგრამ არ კვდება!
He’s eaten a dozen pastries and had a whole bottle of marsala, but he won’t die.
82196.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გადავაჭარბე, მეტი მომივიდა შხამი! ჰბუტბუტებს ექიმი ლაზოვერტი.
"I overdid it, I put in too much poison", murmured Dr Lazovert.
82197.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თავადო ფელიქს! ჩქარა დაბრუნდით და თავად კვაჭანტირაძეს ანიშნეთ, რომ ეხლა იმისი ჯერია.
Prince Felix! Go back at once and give Prince Kvachantiradze a hint that it’s his turn now.
82198.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ესეც ჯიბეში ჩაიდეთ, იქნება გამოგადგეთ.
And put this in your pocket, it may come in useful.
82199.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მოსულიერებულმა და გამხნევებულმა ფელიქსმა რევოლვერი ჯიბეში ჩაიდო და ისევ დაბლა ჩავიდა.
Felix, revived and encouraged, put a revolver in his pocket and went back downstairs.
82200.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკას უბრალოდ აბოყინებს.
Grishka was just belching.