მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82201.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი ისევ ღვინოს უსხავს და ზედიზედ ასმევს.
Kvachi is pouring him more wine and handing him glass after glass.
82202.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ფელიქსმა მხიარულად ჩაიცინა: – ქალები აქ არიან... თავადო თქვენი ჯერია...
Felix laughed joyfully - "The girls are here… Prince, it’s your turn"…
82203.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭის ჯერი მოვიდა? კეთილი და პატიოსანი!
Had Kvachi’s turn come? Well, then.
82204.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი თავის ვალს შეასრულებს!
Kvachi will do his duty.
82205.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკას მიუბრუნდა: – მამაო წმინდავ! დიდო მასწავლებელო! ის ქალები მორცხვნი და მორწმუნენი არიან, ჩვენთან ერთად არ დალევენ.
He turned to Grishka: "Holy Father, great teacher! The girls are shy and they’re religious; they won’t drink with us".
82206.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჩვენ წავალთ, ქალები ეხლავე შემოვლენ...
Let’s us go, the girls will come in later.
82207.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აბანოც აქვეა... ჩვენ ზემოთ ვიქნებით.
The bathhouse is right by here… We’ll be upstairs.
82208.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თუ დაგჭირდათ ჩვენი თავი, ზარი დარეკეთ.
If you need us, ring the bell.
82209.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ორივე ასისტენტი გავიდა.
The two assassins left.
82210.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გალეშილ გრიშკასთან მორცხვად და მორიდებით ხუთი ქალი შევიდა.
Five girls, shy and meek, came in to see Grishka.
82211.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ველანი ანგელოზებს ჰგავდნენ.
All were angelic.
82212.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთმანეთს აჰყვნენ და ბაასი გააბეს.
They came in one after the other and started conversation.
82213.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერე გრიშკა გახურდა და აინთო.
Then Grishka warmed up and became inflamed.
82214.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ხუთივეს დაეტაკა და დაეძგერა, თან გულში მჯიღს იცემდა და ჰყვიროდა: – მე წმინდანი ვარ!..
He went for them, striking his chest with his fist and shouting: "I’m holy"!
82215.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სიბილწე და უწმინდური ვნება არ მეკარება!..
I have nothing to do with filth and impure passions.
82216.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეხლავე დაგიმტკიცებთ!.. გაჩვენებთ!..
I will prove it! I’ll show you!
82217.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყველანი სასახლის გახურებულ აბანოში შევიდნენ.
And they all went into the palace’s heated bathhouse.
82218.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თუნდ ზედ დამაწექით, თუნდ გვერდით მომიწექით... აი, ხომ ჰხედავთ, არაფერი მეტყობა...
Whether you lie on top of me, or lie next to me… See, you see that I show no signs…
82219.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არაფერს ვგრძნობ... სისხლიც არ მიჩქეფს...
I don’t feel anything… My blood stays cool…
82220.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ხომ დაინახეთ, ხომ დარწმუნდით...
Well, you’ve had a good look, and you can believe it…