მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82221.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეხლა კი, ეხლა წმინდა სული უკვე მომშორდა, ეხლა ისევ ადამიანი გავხდი...
But now, now the holy ghost has left me and now I’m a human being again, now…
82222.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აბა, დავიწყოთ.
Well, let’s begin.
82223.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იმავ წამს ჰაერში სამართებელმა გაიელვა და იგი სასახლე მხეცის ბღავილმა შეანძრია.
That moment a razor glinted in the air and a bestial bellowing shook the palace itself.
82224.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ქალები თვალის დახამხამებაზე აბანოდან გაცვივდნენ და სქელი კარები გარედან გადარაზეს.
The girls instantly rushed out of the bathhouse and bolted the thick doors from the outside.
82225.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რასპუტინის ბღავილმა, გმინვამ და ღმუილმა სასახლე კვლავ შეანძრიეს.
Rasputin’s bellowing, moans, and roar shook the palace again.
82226.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერე იმ კარებს კამეჩი სამჯერ დაეძგერა.
Then a buffalo rammed the doors three times.
82227.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეოთხე დაჯახებამ მუხის კარები ჩამოჰგლიჯა და აბანოდან ყმუილით და გრიალით ტიტველი მხეცი გამოვარდა.
The fourth blow broke the oak doors and a naked beast burst out, roaring and thundering, from the bathhouse.
82228.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გამალებული, წაკუზული მირბოდა და უკან სისხლის კვალს იმჩნევდა.
Hunched, he sped off, leaving a trail of blood behind him.
82229.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კიბეზე ჩოჩქოლი და ჟრიამული ასტყდა: – გაიქცა!.. გაიქცა!..
A commotion and uproar broke out on the stairs: "He’s got away, he’s got away".
82230.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ტიტველი რასპუტინი ჯერ ერთ კარებს დაეძგერა, მერე მეორეს, ბოლოს, მესამე გაანგრია და ერთ ოთახში შევარდა.
The naked Rasputin pounded at one set of doors, then another, until he broke down a third set and burst into a room.
82231.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იუსუპოვმა შიშველ მხეცს გზა მოუჭრა და სამჯერ დაახალა რევოლვერი.
Yusupov blocked the naked beast’s path and fired his revolver three times.
82232.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რასპუტინმა ერთხელ კიდევ დაიგმინა და ჩაიკეცა.
Rasputin groaned again and folded up.
82233.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მოკვდა... გათავდა! – გადასწყვიტეს ყველამ.
"He’s dead … it’s over", they all decided.
82234.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერე მეორე ოთახში გავიდნენ და თათბირი გაჰმართეს.
Then thay left the room and had a discussion.
82235.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ცოტა ხნის შემდეგ კვაჭიმ ისევ პირველ ოთახში გაიარა და პირქვე წაქცეულ გრიგოლს დააცქერდა.
Not long after, Kvachi went back to the first room and stared at Grigol, who was lying face down.
82236.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მკვდარმა ხელი უცებ ამოატრიალა და კვაჭის რკინის სალტასავით შემოეხვია.
The corpse suddenly swung its arm and gripped Kvachi like an iron hoop.
82237.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მიშველეთ! მიშველეეთ! – ჰხრიალებდა კვაჭი და გრიშკას ხელებში ჰფართხალობდა.
"Help me, help me"! croaked Kvachi, as he floundered in Grishka’s grasp.
82238.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რასპუტინმა უცებ წამოიწია, წაიკუზა და ტალანში გავარდა.
Rasputin suddenly got up, bent double, and tumbled into the corridor.
82239.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შეთქმულნი კვლავ აიშალნენ და უკვდავ წმინდანს გამოუდგნენ, თან ერთმანეთს უყვიროდნენ: – დავიღუპეთ!.. გაჰყევით!.. დაჰკარით!.. მოჰკალით!..
The conspirators panicked again and went after the immortal holy man, shouting at each other: "We’re finished!... Follow him!... Hit him!... Kill him"!
82240.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ფელიქსის და კვაჭის იარაღმა გაიელვა: – ჩქარა, თორემ გაიქცა!
Felix’s and Kvachi’s guns fired: "Quick or he will get away".