მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82241.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიგოლი სასახლის ბაღში გავარდნილიყო.
Grigol had rushed into the palace gardens.
82242.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი ვეფხის ნახტომით გაექანა, უკან ნაცრისფერი იუსუპოვი მისდევდა.
Leaping like a panther, Kvachi went after him, and an ashen-faced Yusupov followed.
82243.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რიჟრაჟმა მოატანა.
Dawn was about to break.
82244.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გზა ოდნავ მოსჩანდა.
The path was just visible.
82245.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
საით გაიქცა? მარცხნივ? მარჯვნივ? პირდაპირ?
Where had he run off to? Left? Right? Straight ahead?
82246.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭის უკნიდან სუსტი კვნესა მოესმა.
Kvachi heard a weak moan behind him.
82247.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მიიხედა, ფელიქსი წაბარბაცდა და წაიქცა.
He looked back, felix staggered off and fell down.
82248.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ამ დროს პურიშკევიჩი გამოვარდა: – უშველეთ, გული წაუვიდა.
Purishkevich came rushing out: "Help him, he’s fainted".
82249.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
პურიშკევიჩი ფელიქსის რევოლვერს დასწვდა და კვაჭისკენ გამოიქცა.
Purishkevich took Felix’s revolver and came running towards Kvachi.
82250.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სად არის?.. საით გაიქცა?
Where is he? Where did he run off to?
82251.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბუჩქებიდან თოვლიან გზაზე ლანდი გამოვარდა: – მიდის!.. ჩქარა!..
A shadowy figure emerged from the bushes onto the snowcovered path: "He’s on the move … Quick"!...
82252.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭიმ ოც ნაბიჯზე დაუმიზნა და ესროლა.
At twenty paces Kvachi aimed and fired.
82253.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აპოლონჩიკ, შენცა? – დაიკვნესა გრიშკამ.
"Apollonchik, you too"? groaned Rasputin.
82254.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეგრე გადამიხადე მადლი!?.
Is this how you show your gratitude?
82255.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი რამდენიმე ნახტომით ხუთ ნაბიჯზე მიუვარდა და კიდევ ორჯერ დაახალა.
It took Kvachi a few leaps to get within five paces; he fired twice more.
82256.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რასპუტინი წატორტმანდა, წაიჩოქა და თოვლში ჩაიფლო.
Rasputin shook, fell on his knees, and then headlong into the snow.
82257.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერე ისევ წამოიწია და გაიქცა, თან დათვივით ბურტყუნებდა: – ხვალვე ყველას ჩამოგახრჩობთ!..
Then he rose up again and ran off, growling like a bear: "I’ll have the lot of you hanged tomorrow"!
82258.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ამ დროს პურიშკევიჩიც მოვარდა.
By now Purishkevich had caught up.
82259.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ესროლეთ! ესროლეთ! კვლავ ესროლეს და ათიოდე ტყვიით დაუცხრილეს სხეული.
"Shoot him, shoot him"! They fired again, riddling the body with a dozen bullets.
82260.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკა რკინის კბილებით და თითებით ებღაუჭებოდა ამ ქვეყანას: იკლაკნებოდა, იგრიხებოდა, ჰგმინავდა და უცნაურს სიტყვებს ისროდა.
Grishka bit and clawed the earth with his iron teeth and fingers; he writhed, groaned, and called out strange words.