მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82281.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერე თვითონ გრიშკაც გადმოიხარა და მძიმე ლოდივით ზედ დააწვა, დათვივით დაჰბუბნა და ააკვნესა.
Then Grishka himself bent forwards and lay on him like a heavy rock, pawed him like a bear and made him groan.
82282.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რასპუტინმა უცნაურად დაიღრიალა.
Rasputin growled strangely.
82283.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭიმ რამდენჯერმე წამოიწია, მაგრამ ქურქებში გაიხლართა.
Several times Kvachi, entangled in fur coats, tried to get up.
82284.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მიშველეთ!.. მახრჩობს!.. მიშველეეთ!..
Help me! He’s choking me! Help me!
82285.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შოფერს კვაჭის გმინვა არ ესმის.
The driver couldn’t hear Kvachi’s groans.
82286.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ავტომობილი გრიგალივითა მიჰქრის.
The car flows on like a storm.
82287.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დავიხჩვი!.. მიშველეთ!...
I’m suffocating! Help me!
82288.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბოლოს, როგორც იყო, გათავისუფლდა და ამოვიდა.
Finally he managed to get free and sit up.
82289.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გააჩერეთ მანქანა! შესდექით!
Stop the car! Stop!
82290.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აფორიაქებული კვაჭი ავტომობილიდან გადმოხტა: – არ მინდა... არ წამოვალ... თქვენ წადით...
Demented, Kvachi leapt out of the car: "I don’t want to… I’m not going… You go"…
82291.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რა ამბავია? რა მოხდა?
What was going on, what had happened?
82292.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი სთრთის და კბილებს აწკაპუნებს: – არ მინდა... არ შემიძლიან... თქვენ წაიღეთ.
Kvachi is quivering, gnashing his teeth: "I don’t want to… I can’t… You take him".
82293.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თავადო, სირცხვილია! გონს მოდით!
Prince, shame on you! Come to your senses.
82294.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არ შემიძლიან... მეტის მეტია!
I can’t do it… This is too much.
82295.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სძლიეთ თქვენს თავს.
Get a grip on yourself.
82296.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იუსუპოვი სუსტი ჭაბუკია, თქვენ კი ვაჟკაცი ბრძანდებით.
Yusupov is a weak youth, you’re a real man.
82297.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არ შეჰშვენის ასეთი ლაჩრობა დემირ–თეფეს გმირს, წმინდა გიორგის ჯვრების კავალერს, ისიც ქართველს!
Cowardice like this doesn’t suit the hero of Demir-Tepe, a knight of the order of St George' cross, or any Georgian!
82298.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
წმინდა გიორგის ჯვარი?
St George’s cross?
82299.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭის ეს სიტყვები ჩაქუჩივით მოჰხვდა თავში.
These words hit Kvachi like a hammer.
82300.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შეინძრა და შეტოკდა, ძარღვები დაიჭიმა და გულიდან შიში მოიხსნა.
He was shaken and startled, he tightened his sinews and rid his heart of the fear.