მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82321.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი სილიბისტროსთან იმალებოდა.
Kvachi hid with Silibistro.
82322.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გრიშკას გვამი დედოფალმა დაისაკუთრა.
The Tsaritsa took possession of Rasputin’s corpse.
82323.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იგი ჩესმის თავშესაფარში გადიტანეს და გრიშკას მეგობარს – მონაზონს აკილინას ჩააბარეს.
She had it taken to Chesma convent and entrusted it to Grishka’s friend, the nun Akilina.
82324.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რასპუტინის ცოლი, ქალიშვილები და მახლობლები ჰლამობდნენ ცხედრის ნახვას და გამოთხოვებას, მაგრამ დედოფლის ბრძანებით ახლო არავინ მიუშვეს.
Rasputin’s wife, daughters, and close relatives tried to see the body to take leave of him, but the Tsaritsa had ordered everyone to be kept away.
82325.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აკილინამ ცხედარი განბანა, იარები ნელსაცხებელით აუვსო, ძვირფასი ახალი ტანისამოსით შეჰმოსა, კუბოში ჩაასვენა, მის მკერდზე ჯვარი დაასვენა და ხელში დედოფლის წერილი ჩაუდო.
Akilina washed the body, filled its wounds with balm, dressed it in expensive new clothes, put it in a coffin, with a cross on the chest and put a handwritten note from the Tsaritsa in his hand.
82326.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იმ წერილში ეწერა: „ჩემო ძვირფასო წამებულო“!
The note read: "My dear martyr"!
82327.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაღირსე კურთხევასა შენსა, რათა იგი იყოს თანამგზავრი ჩემს ეკლიან გზაზე, რომელიც უნდა განვვლო ამ ქვეყნად, და მოვიგონებდე ცათა შინა შენს წმინდა ლოცვებში.
Grant me your blessing to accompany me on the thorny path that I have to walk on this earth; may I be remembered in heaven by your holy prayers.
82328.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეორე დღეს, სწორედ იმ დროს, როცა რუსეთი თავის მხსნელ გმირების მარჯვენას ჰლოცავდა და უფალს მადლობას შესწირავდა, ჩესმის პატარა სამლოცველოში გასიებულ გრიშკას თავს ადგნენ დედოფალი და მისი პირველი მეგობარი, კარის ქალი - ვირუბოვისა.
The next day, when Russia was blessing the killer’s right hand and offering thanks to the Lord, the Tsaritsa and her best friend, lady-in-waiting Vyrubova, were standing over Grishka, his body swollen, in the little Chesma chapel.
82329.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სასოებით, მეტანიით და ცხარე ცრემლით ლოცულობდნენ და ჰგლოვობდნენ თავიანთ იმედს, წმინდანს, მეგობარსა და ქვეყნის მხსნელს.
Mourning with pious laments and bitter tears, they prayed for their hope, their saint their friend and the country’s savior.
82330.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერე, როცა ტირილით და დარდით დაოსდნენ, დაითენთნენ და მოიღალნენ, გრიშკას სისხლიანი პერანგი წაიღეს და წავიდნენ.
Exhausted and tired out with weeping and grieving, they took Grishka’s bloodstained shirt and left.
82331.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იგი პერანგი, ვითარცა პალადიუმი, უწმინდესი სახსოვარი და მეფის გვარეულობის თილისმა, დედოფალმა სალოცავ ხატად გაიხადა.
This shirt, a holy relic, a sacred reminder, and a talisman for the Tsar’s family, was turned by the Tsaritsa into an icon she would pray to.
82332.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი ელაგინის კუნძულზე იმალებოდა.
Kvachi was hiding on Elagin Island.
82333.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დანარჩენებმა არც კი იცოდნენ თუ სად ცხოვრობდა კვაჭი.
None of the others had any idea where Kvachi was living.
82334.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სხვებს კვაჭი ერიდებოდა და მათი დაუდევრობისა ეშინოდა.
He was avoiding others and was afraid of their carelessness.
82335.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭის მრავალი ძაფი ჰქონდა გაბმული ქვეყანასთან, რომელიც – კვაჭი ამას ნათლად და მკაფიოდ ჰხედავდა, – დღითი–დღე სივდებოდა და საცაა უნდა აფეთქებულიყო.
A lot of threads linked him to the outside world, which (as Kvachi clearly and rightly saw) was swelling up and would at any moment explode.
82336.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ამბების წამღები და მომტანი ისევ ბესო იყო.
Beso brought and took away any news.
82337.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უნებურად ჯაშუში არ მოიყოლონ, ან ხალხს არ შეატყობინონ ჩემი ადგილსამყოფელი.
They might, without meaning to do so, bring a spy along or show people where I am.
82338.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ხიფათს მაინც ვერ გადურჩა.
Nevertheless, he couldn’t escape danger.
82339.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აქა ამბავი ერთ ხაფანგში გაბმისა და ამოძრომისა.
Falling into a Trap and Getting out of It.
82340.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთხელ გადაცმული და გრიმიანი კვაჭი ოხტას უბანში გავიდა სინკლიტის წევრის სანახავად და დარიგების მისაცემად.
Disguised, wearing make-up, Kvachi once went to the Okhta area to see members of his junta and to give them instructions.