მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82381.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რესტორანი ცარიელი იყო.
The restaurant was empty.
82382.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭიმ და ბესომ ერთმანეთს რაღაც ანიშნეს და ის რესტორანი მოათვალიერეს.
Kvachi and Beso made signs to each other and looked round the restaurant.
82383.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერე ბესო უკანა კარით სახლის ეზოში გავიდა და ათიოდე წუთის შემდეგ დაბრუნდა.
Then Beso went out the back door into the yard and came back ten minutes later.
82384.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ისევ ერთმანეთს ანიშნეს.
They exchanged signals again.
82385.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შემდეგ ბესომ ქაღალდის ნაგლეჯზე ხუთიოდე სტრიქონი დასწერა, დახლთან მივიდა და არაყი მოითხოვა.
Beso later wrote half a dozen words on a piece of paper, went to the counter, and asked for a vodka.
82386.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იმავ დროს კვაჭიც წამოდგა, აგენტიც აიყოლა და ისინიც დახლს მიადგნენ.
Kvachi stood up at the same time, taking the agent with him, and also stood at the counter.
82387.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უმალ ბესოს ბარათი კვაჭის ჯიბეში გადავიდა.
In an instant Beso’s note was in Kvachi’s pocket.
82388.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დალიეს და შეზარხოშდნენ.
They had a drink and got tipsy.
82389.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აგენტი აჭიკჭიკდა.
The agent became chatty.
82390.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ანგარიში გაუსწორეს და წამოვიდნენ.
They paid the bill and left.
82391.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კარებს რომ მოადგნენ, უცებ ელექტრონი ჩაჰქრა და მთელ დარბაზში წყვდიადი ჩამოწვა.
When they reached the door, suddenly the electricity cut out, plunging the whole room into darkness.
82392.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი თვალის დახამხამებაზე აგენტს ჩამორჩა და კარების უკან დაიმალა.
In an instant Kvachi fell behind the agent and hid behind the door.
82393.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იმავ წამს ბესომ დარბაზი გაირბინა და ფეხის ბრახუნი ასტეხა.
At the same time Beso ran round the room banging his feet everywhere.
82394.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შესდექით! შესდექით, თორემ გესვრით! – ყვირილით გადასჭრა აგენტმა ბეკარევმა იგივ დარბაზი და ეზოში გავარდა.
"Stop, stop, or I’ll shoot"! yelled agent Bekarev, running round the room and the yard.
82395.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კარის უკნიდან აჩრდილი ქუჩაში გასხლტა.
The shadow behind the door slipped out into the street.
82396.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დარბაზი კვლავ განათლდა.
The hall lit up again.
82397.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბესო არხეინად ისევ თავის ალაგას იჯდა.
Beso was sitting at his table without a care in the world.
82398.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი აღარსად იყო.
Kvachi was nowhere to be seen.
82399.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეზოდან აგენტის ხმა მოისმოდა.
The agent’s voice could be heard in the yard.
82400.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დაიჭირეთ! გაიქცა! დაიჭირეთ!
Arrest him! He’s escaped! Arrest him!