მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82361.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მოითმინეთ, ნუ აჩქარდებით.
Be patient, don’t be too much in a hurry.
82362.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ცოტა მოვილაპარაკოთ, არ წააგებთ.
Let’s talk a bit, you won’t regret it.
82363.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დიაღ, არ წააგებთ მეთქი!
Yes, I said you won’t regret it.
82364.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაშ ასე: ჩემი დაპატიმრებისთვის უნდა მიიღოთ ცოტაოდენი წარმატება და... ასიოდე, თუნდ ორასი მანეთი.
So: for capturing me you’d get a bit of promotion and … about a hundred, even two hundred roubles.
82365.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერე თქვენი რა საქმეა?
What business is it of yours?
82366.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სწორედ ჩემი საქმეა.
Exactly, it is my business.
82367.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გაჩუმდით, თორემ... – არ ვხუმრობ.
Shut up, or… I’m not joking.
82368.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ათასზე რა აზრის ხართ?
How about a thousand?
82369.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გასწით! – რა დროს სულელობაა?!
Move! This is no time for fooling about.
82370.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ისიც გაიხსენეთ, რომ დღეს თუ ხვალ ახალი დრო დადგება, მეგობარი დაგჭირდებათ... მოიფიქრეთ.
Just remember that any day now the times will change, you’ll be needing a friend… Think about it.
82371.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ათასმა მანეთმა და მომავალმა ხიფათმა გასჭრეს: აგენტი ჩაფიქრდა.
A thousand roubles and future danger settled the matter: the agent pondered.
82372.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყინული თანდათან ლღვებოდა.
The ice gradually thawed.
82373.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბოლოს, გაიბზარა და გატყდა.
Finally it cracked, and broke away.
82374.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ათას მანეთისთვის ხელს არ გავიჭუჭყიანებ.
I wouldn’t soil my hands for a thousand roubles.
82375.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კეთილი, მაგრამ ზედ ფული არა მაქვს.
Fine, but I don’t have money on me.
82376.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შევიდეთ სადმე, ცოტა ვივახშმოთ და მერე ჩემ სახლში წავიდეთ.
Let’s go somewhere, have a bite of supper, and then go to my house.
82377.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აგენტი ისევ ჩაფიქრდა.
The agent pondered again.
82378.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერე შიშს სძლია და დასთანხმდა.
But he overcame his fear and agreed.
82379.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთ პატარა რესტორანში შევიდნენ, კუთხეში მისხდნენ და საჭმელ-სასმელი მოითხოვეს.
They entered a little restaurant, sat in a corner, and ordered food and drink.
82380.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბესო შემოვიდა და შორი-ახლოს მაგიდას მიუჯდა.
In came Beso and took a table not far off.