მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82441.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შესდექით! ვახლავართ თავად კვაჭანტირაძეს!
"Stop"! So this is Prince Kvachantiradze!
82442.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეხლაც გაქცევას აპირებთ?
Are you going to get away from me this time?
82443.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეტი გზა არ არის.
I’ve got no choice.
82444.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
წავიდეთ, ასეთი ბედი მქონია.
Let’s go, just my luck.
82445.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი და მთვრალი აგენტი ეტლში ჩასხდნენ და წავიდნენ.
Kvachi and the drunken agent got into a cab and left.
82446.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სახლში წამიყვანეთ და ხუთი ათასი მიიღეთ, – კვლავ ვაჭრობდა კვაჭი.
"Take me home and get your five thousand", Kvachi haggled again.
82447.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ათი ათასი, მორჩა და გათავდა!
Ten thousand, and no argument.
82448.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სანამ კვაჭი და აგენტი ვაჭრობდნენ, ეტლი საჟანდარმო სამმართველოს მიუახლოვდა.
While Kvachi and the agent were haggling, the cab was approaching the police court.
82449.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უცებ იმ ეტლს მეორე ეტლი წამოეწია და იმ ეტლიდან მხიარული ხმა მოისმა.
Suddenly a second cab caught up and a cheerful voice cried out from it.
82450.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თავად კვაჭანტირაძეს ჩემი სალამი!
My regards to Prince Kvachantiradze!
82451.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
როგორ ბრძანდებით, როგორ გიკითხოთ?
How are you, how are you doing?
82452.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეტლიდან ჟანდარმი პავლოვი გადმოხტა და კვაჭის ეტლიც შეაჩერა.
Gendarme Pavlov leapt out of this cab and stopped Kvachi’s cab.
82453.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რა მოგივიდათ? ენა წაგერთვათ?
What’s happened to you? Cat got your tongue?
82454.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არა უშავს რა, ჩვენ ამოგიდგამთ ენას.
Never mind, we’ll get you talking again.
82455.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
პავლოვმა კვაჭის მკლავში ხელი გაუყარა და წაიყვანა, ხოლო პირში ჩალა–ამოვლებული ბეკარევი ორივეს კბილების კრაჭუნით მისდევდა.
Pavlov grabbed hold of Kvachi by the arm and pulled him out, while Bekarev, faced with going home empty-handed, gnashed his teeth as he saw the two of them off.
82456.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ოცი წუთის შემდეგ კვაჭი გახარებულ პავლოვის წინ იჯდა და ცივ ოფლში იწურებოდა.
Twenty minutes later Kvachi, bathed in cold sweat, was sitting opposite a happy Pavlov.
82457.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ათი წლის წინად კარგი მეგობრები ვიყავით, ეხლა კი...
Ten years ago we were good friends, but now…
82458.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეხლა კი? – ჰკითხა კვაჭიმ და პავლოვს თვალი გაუსწორა.
"What about now"? asked Kvachi, looking Pavlov straight in the eye.
82459.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
განა არ შეიძლება ეხლაც დავმეგობრდეთ?
Can’t we be friends now?
82460.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არა, შეუძლებელია – ყინულის ხმით მიუგო პავლოვმა.
"No, it is impossible", Pavlov replied icily.