მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82461.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მე კი მგონია, რომ შეიძლება მაშინდელზე ასჯერ უფრო მჭიდროდ დავმეგობრდეთ.
But I reckon we could be a hundred times closer than we were then.
82462.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ასჯერ? ჰმ! მესმის, მაგრამ...
A hundred times? Hmm! I understand, but…
82463.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არ მოგატყუებთ: ჩვენი დამეგობრება ყოვლად შეუძლებელია.
I’ll be straight with you: any friendship between us is out of the question.
82464.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თქვენი საქმე სასახლეშიაც კი იციან.
The Tsar’s palace knows about your case.
82465.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გარდა ამისა, ისეთი მტკიცებულებები გვაქვს, რომ თქვენი საქმე დასრულებულად მიგვაჩნია.
Apart from that, we have such good evidence that your case is an open-and-closed case for us.
82466.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აბა, ეხლა საქმეს შევუდგეთ.
So, let’s get down to business.
82467.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თავიდანვე გირჩევთ, ნუ გაჯიუტდებით: სულ ერთია, უარი ვერაფერს გიშველით.
I advise you from the start not to be obstinate: it makes no difference, denials won’t help you.
82468.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაშ დავიწყოთ.
So let’s begin.
82469.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დაიწყეს და ორი საათი ერთმანეთი ოფლში სწურეს და აწამეს.
They started and for two hours they sweated and tormented each other.
82470.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი ჯორზე შეჯდა, ახირდა და, „არას“ გარდა, ყველა სიტყვები დაივიწყა.
Kvachi dug his heels in and forgot every word in the language except "no".
82471.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მომიყვანეთ ისაკა იდელსონი და მისი ცოლი! – ბრძანა ბოლოს პავლოვმა.
"Bring in Isaac Idelsohn and his wife for me", Pavlov finally ordered.
82472.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი გულის ფანცქალით ელოდა იდელსონების შემოსვლას.
With pounding heart Kvachi waited for Idelsohn to enter the room.
82473.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ათი წუთი ათ საათად გაიჭიმა.
Ten minutes stretched out like ten hours.
82474.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კარებში რებეკა და ისაკა გამოჩნდნენ.
Rebecca and Isaac appeared in the doorway.
82475.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭიმ ძლივს იცნო ქერა მზეთუნახავი.
Kvachi could barely recognize the blonde beauty.
82476.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ორივენი გაცრეცილიყვნენ და ათის წლით დაბერებულიყვნენ.
They had both withered and seemed to have aged ten years.
82477.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არც ისაკამ და არც რებეკკამ კვაჭის არ შეჰხედეს.
Neither Isaac nor Rebecca looked at Kvachi.
82478.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თავჩაღუნულებმა გვერდით გაუარეს, დასხდნენ და კედელს მიაჩერდნენ.
Their heads bowed, they edged round him, sat down, and stared at the wall.
82479.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იცნობთ თუ არა ერთმანეთს? – ჰკითხა კვაჭის პავლოვმა.
"Do you recognize each other"? Pavlov asked Kvachi.
82480.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ძალიან კარგად! – ფიცხლად და მტკიცე ხმით უპასუხა კვაჭიმ.
"Very well", Kvachi replied at once in a firm voice.