მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82501.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეხლა კი გეახლებით.
I’ll be off now.
82502.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მშვიდობით ბრძანდებოდეთ!
Good day to you.
82503.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
პავლოვს ზრდილობიანად თავი დაუკრა და საკანში ღიმილით დაბრუნდა.
He nodded politely to Pavlov and went back to his cell with a smile.
82504.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭის მეორე დღეს ჩვენება აღარ ჩამოართვეს.
The next day Kvachi was not interrogated.
82505.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შემდეგ დღეს, შუაღამემ რომ მოატანა, სამივენი სამხედრო სამართალის წინაშე წააყენეს.
The following day, as midnight approached, all three were put on trial by a military tribunal.
82506.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭის ვექილად ვიღაც კაპიტანი მიუჩინეს.
A captain was appointed to be Kvachi’s lawyer.
82507.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ათ წუთში ოქში წაუკითხეს და მერე სამივეს ურჩიეს: – გამოტყდით დანაშაულში.
It took ten minutes to read the indictment and then the three of them were advised: "Admit you’re guilty of the crime".
82508.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არასოდეს! – მკვახედ უპასუხა კვაჭიმ.
"Never", Kvachi replied categorically.
82509.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ისაკამ და რებეკამ ყველაფერი გადმოალაგეს, მერე ატირდნენ და მუდარა დაიწყეს.
Isaac and Rebecca revealed everything, then burst into tears and began to plead.
82510.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აქედან რომ სტოკჰოლმში ჩახვედით, ვინ დაგიხვდათ სადგურზე? – ჰკითხეს კვაჭის.
"When you left here for Stockholm, whom did you meet at the station"? Kvachi was asked.
82511.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ვისგან მიიღეთ მეორე დღეს ჩეკი # 137429 ერთი მილიონი კრონის? არავისგან.
Who gave you the next day cheque No. 137429 for a million kronen? Nobody.
82512.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აი, თქვენი ხელმოწერილი ჩეკი, გამოტყდით.
Look, this is the cheque with your signature, Confess.
82513.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
და წარუდგინეს ფოტოგრაფიული სურათი – ჩეკი წარწერით: „მივიღე! თავადი კვაჭანტირაძე“.
And they showed him a photograph of the cheque, inscribed, "Received, Prince Kvachantiradze".
82514.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აილეწა კვაჭი, მაინც თამამად მიახალა: – ყალბია.
Kvachi blushed, but boldly retorted: "It’s a forgery".
82515.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ნახევარ საათში ყველაფერი გათავდა.
In half an hour it was all over.
82516.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უკბილო გენერალმა– თავმჯდომარემ განაჩენი წაუკითხა:
A toothless general, the chairman of the court, pronounced the sentence.
82517.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თავად კვაჭანტირაძეს, ისაკა იდელსონს და რებეკკა იდელსონს აეყაროს ღირსება–უფლება და მიესაჯოს ჩამოხჩობა.
Prince Kvachantiradze, Isaac Idelsohn, and Rebecca Idelsohn are to be deprived of their civic rights and are sentenced to be hanged.
82518.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მოსამართლეები მაშინვე დარბაზიდან გაიპარნენ.
The judges immediately slipped out of the courtroom.
82519.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რებეკკამ შეჰკივლა და ჩაიკეცა.
Rebecca gave a shriek and collapsed.
82520.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ისაკას ხმა არ ამოუღია, მაგრამ იმანაც უმალ გრძნობა დაჰკარგა.
Isaac made not a sound, but suddenly fainted.