მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82521.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი კვაჭანტირაძემ ფერი შეიცვალა, მაგრამ წარბიც არ შეიხარა.
The color drained from Kvachi Kvachantiradze’s face, but he didn’t twitch an eyebrow.
82522.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დარბაზს თვალი გადაავლო, თავის ამხანაგებს და ელენეს გაუღიმა და დაუძახა: – ნახვამდის, მეგობრებო!
He ran his eye over the courtroom, and called out with a smile to his comrades and Elena: "Goodbye, friends"!
82523.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ზეგ დილით გნახავთ.
I’ll see you the day after tomorrow, in the morning.
82524.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბესო ელენეს ასულიერებდა.
Beso tried to revive Elena.
82525.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დანარჩენებს იმ დარბაზის კედლების ფერი ედოთ.
The others had turned the color of the courtroom walls.
82526.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი პეტრე–პავლეს ციხეში გადიყვანეს და ნესტიან საკანში ჩასვეს.
Kvachi was taken to Peter and Paul fortress and thrown into a dank cell.
82527.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რკინის სკამზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა.
He sat on an iron stool and began to think.
82528.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ამ ფიქრში ერთი დღე და ღამე გავიდა.
The thought took a day and a night..
82529.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რაო, რა სთქვა უკბილო გენერალმა?
What had the toothless general said?
82530.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
თავადი კვაჭანტირაძე უნდა ჩამოახჩონ?
Prince Kvachantiradze is to be hanged?
82531.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სილიბისტროს შვილი კვაჭი?! კვაჭიკო?!
Silibistro’s son Kvachi? Little Kvachi?!
82532.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გულში გაიფიქრა: – აჰ, მაი სისულელეა, მეტი აფერი!
He secretly thought: "Oh, what idiocy, nothing more"!
82533.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გულში ჭინკა ჩაუჯდა, შიგანი დაუკაწრა და ჩაიხითხითა: – ვითომ რაო, ვერ გაგიბედავენ?
But an imp began to gnaw at him and scratch at his innards; it giggled: "Do you suppose they wouldn’t dare do it to you"?
82534.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მე გამიბედავენ?! მეფის ნათლულს, ტახტის მარჯვენას!
Would they dare do it to me? The Tsar’s godson, the right hand of the throne?
82535.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გულიანად აწრიპინდა ჭინკა.
The imp rasped merrily.
82536.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთხელ მაინც სთქვი მართალი შენივე სინიდისის წინაშე.
For once, be frank with your conscience.
82537.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეხლა ვიღას ერიდები?
Who are you shy of now?
82538.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აბა, გაბედე... დაიწყე, ნუ ხარ მუდმივ გულჩახვეული.
Well, be bold … Start, don’t be so secretive all the time.
82539.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აბა, გადაუშალე შენსავე თავს შენი დახვეული გული.
Show yourself your real heart…
82540.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შენა ხარ მეფის ნათლული?
So you’re the Tsar’s godson?