მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82561.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რა ოხრად გინდა სიმართლე?
Why the hell do you want the truth?
82562.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მართალის თქმა ყველას შეუძლიან, – ტუტუცს, ველურს და ჩვილსაც.
Anyone can tell the truth—idiots, savages, and babies.
82563.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
წრფელი გული? – წმინდანი ხომ არ ვარ!
A sincere heart? I’m not a saint.
82564.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთგულება? – ნიკოლოზის და გრიშკას ერთგულება?!
Loyalty? Loyalty to Tsar Nicolas and Grishka?!
82565.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჯერ არ გავგიჟებულვარ.
I haven’t gone mad yet.
82566.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეხლახანს რომ პირი იბრუნე, იმ ხალხს ერთგულება დაანახე?
You’ve changed recently, you did show those people some loyalty.
82567.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ხმა! კრინტი! დამეკარგე აქედან!
Shut up! Be quiet! Clear off!
82568.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გამწარებული კვაჭი თავის ორეულს დაეძგერა, მაგრამ მხოლოდ ჰაერს დაეტაკა.
Kvachi struck out angrily at his double, but his blows hit only air.
82569.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გულიანად ჩაიხითხითა ჭინკამ და კარების ვიწრო ნაპრალში გაიძურწა.
The imp giggled, squeezing into a narrow crack in the door.
82570.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭიც კარებს ეცა და ორივე მუშტი დაუშინა.
Kvachi banged at the door, using both fists.
82571.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რა გინდა? რატომ აბრახუნებ?
What do you want? Why are you banging?
82572.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
პაპიროსი! ჩქარა ერთი პაპიროსი!
A cigarette! Just one cigarette, quick.
82573.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთი პაპიროსი... ერთი მაინც.
A cigarette… just one.
82574.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დარაჯი უსიტყვოდ მოტრიალდა და აბაკუნდა.
The guard turned away without a word clumping on the floor.
82575.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი მოტრიალდა და რასპუტინს წააწყდა.
Kvachi span round and suddenly bumped into Rasputin.
82576.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
წმინდანი სისხლიან თავს აცანცარებდა და ამბობდა: – ეგრე გადამიხადე მადლი?...
Nodding his bloodstained head, the holy man said: "So that’s how you show me gratitude"…
82577.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გაფითრებული კვაჭი ჯერ კედელს მიეხეთქა, მერე რასპუტინს ეცა, მაგრამ კვლავ ჰაერს დაეტაკა.
Kvachi, deadly pale, flung himself back against the wall, then struck out at Rasputin, but again hit only the air.
82578.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
საკნის ჯურღმულიდან ვერა სიდოროვამ ამოანათა, მერე ვოლკოვის ქვრივმაც გამოჰყო თავი.
The figure of Vera Sidorova emerged from the dark depths of the cell, then came the Volkova widow.
82579.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მათ მოჰყვნენ ტანია, ელენე, ლედი ჰარვეი, ლორდი ბროუქსტონი, სოფიო შივაძე, ინსპექტორი ჰოფშტეინი, ნადია არმელაძე, ვერა კალოშვილი და კვაჭის მრავალნი უცნობ–ნაცნობი მსხვერპლნი.
They were followed by Tania, Elena, Lady Harvey, Lord Brouxton, Sophie Shivadze, Inspector Hofstein, Nadia Armeladze, Vera Kaloshvili, and Kvachi’s many victims, whether known to him or not.
82580.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ყველანი მიესივნენ კვაჭის ჯერ ცალკ–ცალკე და მერე ერთად.
They all fell upon him, at first one by one, then all together.