მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82541.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შენ ემსახურებოდი ტახტს ერთგულად?
You’re a loyal servant of the throne, are you?
82542.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ვინ გადაარჩინა იმდენი ხალხი სიკვდილსა და სირცხვილს?
Who saved so many people from death and shame?
82543.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მე, მე გადავარჩინე! დიაღ, მე!
I did, I saved them! Yes, me!
82544.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ხორცი შენი იყო, სული ჩემი.
The flesh was yours, but the spirit was mine.
82545.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ქუდ–მოგლეჯილი მორბოდი.
You were running away in panic.
82546.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შიშისგან გული მიგდიოდა.
You were fainting with fear.
82547.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მე ჩაგიჯექი სულში და აგიყვანე დემირ–თეფეს თავზე.
I got inside your soul and took you to the top of Demir-Tepe.
82548.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შენი გმირობა მთელმა ქვეყანამ გაიკვირვა, რადგან კარგად გიცნობდნენ და შენგან ისეთს თავგანწირულებას არ მოელოდნენ.
The whole country was amazed by your heroism, because they knew you only too well and didn’t expect such selflessness from you.
82549.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
სხვებზე უფრო შენვე გაოცებდა შენი ნამოქმედარი.
Your achievement amazed you more than anyone else.
82550.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ვინ ოხერი ჰგდიხარ, რომ ჩემს გმირობას იჩემებ?
What sort of wretch are you to claim my heroism for yourself?
82551.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აქამდის არ მიცნობ?
You still don’t recognize me.
82552.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მე, გახლავართ კვაჭი კვაჭანტირაძე, სილიბისტროს შვილი.
I am Kvachi, Kvachantiradze, Silibistro’s son.
82553.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ნუ სულელობ! კვაჭი მე ვარ.
Don’t be silly, I’m Kvachi.
82554.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მეც კვაჭი კვაჭანტირაძე გახლავარ.
I’m Kvachi Kvachantiradze too.
82555.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
არც აშორდიას ნააზნაურალი ვარ, არც ნათავადარი, არც ნაკამერ–იუნკრალი, არც ჯიბგირი, არც ალფონსი, არც მოღალატე.
I’m not fake Ashordia gentry, or a fake prince, or a fake lord in waiting, nor a pickpocket, pimp, or traitor.
82556.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რას ჩამაცივდი? რა გინდა ჩემგან?
Why are you pestering me? What do you want from me?
82557.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მინდა ერთხელ მაინც გავიგონო შენგან მართალი სიტყვა.
I want just once to hear from you a word of truth.
82558.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
საცაა ჩამოგახჩობენ.
Any moment you’re going to be hanged.
82559.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეხლა მაინც ნუ ორპირობ.
At least now you can stop double-dealing.
82560.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გამანებე თავი! რაც იყო–იყო!
Leave me alone! The past is the past.