მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82581.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ზოგნი აქეთ ეწეოდნენ, ზოგნი იქით.
Some pulled him one way, some the other.
82582.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ზოგნი კიდევ აფურთხებდნენ, ხარხარებდნენ და გაჰკიოდნენ.
Some spat on him, guffawed and yelled.
82583.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დღეს ჩამოგახჩობენ! ჩამოგახჩობენ!
Today you’ll be hanged! You’ll be hanged.
82584.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ახია შენზე!
You deserve it!
82585.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი ხან ერთს ეცემოდა, ხან მეორეს გამოუდგებოდა, ხან მესამეს წააქცევდა და ზედ დააჯდებოდა.
Kvachi hit out at one, chased another, knocked down a third, and sat on him.
82586.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერე ციბრუტივით დატრიალდა და ხელებისა და ფეხების ქნევით აყვირდა და აღრიალდა: – მიშველეთ! მიშველეთ!
Then he whirled like a spinning top, waving his arms and legs, yelling and roaring: "Help me, help me"!
82587.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რა გაყვირებს? – ჰკითხა საკანში შემოსულმა დარაჯმა.
"Why are you yelling"? asked the guard as he entered the cell.
82588.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
პირგათეთრებული და ხელებდასისხლიანებული კვაჭი უგონოდ ეგდო რკინის საწოლზე.
His face white, his hands bloody, Kvachi lay senseless on the iron bed.
82589.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ცივმა წყალმა და დარაჯის მიერ ყურების დასრესამ კვაჭი მოასულიერეს.
Kvachi was revived by cold water and the guard rubbing his ears.
82590.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ნუ ჰყვირი, ყვირილით ვერაფერს გაიტან.
Don’t shout, shouting won’t do you any good.
82591.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთი საათიც მოითმინე და მერე ყველაფერი გათავდება – დინჯად ურჩია დარაჯმა და გავიდა.
"Hang on another hour and then it will all be over", - the guard advised him gravely and left.
82592.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭის თანდათან დაუმშვიდდა და მოულბა აზვირთებული სული.
Kvachi’s troubled soul gradually calmed down and resigned itself.
82593.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვლავ ჰფიქრობდა: – მაშ უნდა ჩამომახჩონ?..
He thought some more: "So they’re going to hang me"?
82594.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ამხანაგები არ მიშველიან?
My comrades aren’t going to help?
82595.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დროზედ არ დაიწყობენ?
They won’t start on time?
82596.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იქნება დაიგვიანონ?
Perhaps they’ll be late?
82597.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაშ... ნუთუ?.. სისულელეა! ვერ დავიჯერებ, ვერა! როგორ გაჰბედავენ!
Then, suppose? Stupid of me! I can’t believe it, I can’t! How dare they?
82598.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ალბათ ცდილობენ დამამშვიდონ...
I expect they’re trying to frighten me.
82599.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ჩემი მოდრეკა უნდათ, თვარა... ვინ იცის... იქნება ეხლა სახჩობელასაც აშენებენ... ღმერთო დიდებულო! ღმერთო ძლიერო!
They want to crush me, or … who knows … They may be putting the gallows up now … God almighty, almighty God!
82600.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
და ღმერთი რომ ახსენა, სულში უხილავი ვინმე ჩაუფრინდა.
The moment he mentioned God some invisible being flew into his soul.