მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82601.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მოვიდა ჟამი აღსასრულისა.
The time has come for things to be fulfilled.
82602.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მოინანე შეცოდებანი შენნი.
Repent your sins.
82603.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
საცაა წარსდგები წინაშე უფლისა შენისა.
Very soon you will stand before your Lord.
82604.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აყუჩებული გული უხილავს მისცა და გაჰყვა.
He surrendered his resigned heart to an invisible being and followed it.
82605.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უცებ მიჰხვდა და გაიგო, რომ ერთი ან რამდენიმე საათის შემდეგ კვაჭი ამ ქვეყნად აღარ იქნება.
Suddenly he realized that in a few hours there would be no Kvachi in this world.
82606.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი მოკვდება... საუკუნო წყვდიადსა და არარაობაში გადასახლდება...
Kvachi would die… He would emigrate to eternal darkness and nothingness…
82607.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იქ არც წყვდიადი იქნება, არც დრო, არც სივრცე... არც არარაობა...
There wouldn’t even be darkness there, nor time, nor space, nor nothingness…
82608.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაშ რა იქნება?.. არარაობა?
So what would there be? Nothingness?
82609.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაშ მეც იმ არარაობაში ვიცხოვრებ...
So I’ll be living in this nothingness…
82610.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მაშ... რაო, აღარც მე ვიქნები?!
So … What, I shan’t exist any more?
82611.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რა სისულელეა! რა უაზრობაა!
How stupid! What nonsense!
82612.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი არარაობაშიც აღარ იქნება?!
There’ll be no more Kvachi in the nothingness?
82613.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეს ხომ სრული უაზრობაა! შეუძლებელია!
That’s utter nonsense! It’s impossible.
82614.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იქნები! –ტკბილად ჩასჩურჩულებს უხილავი:
"You will exist"! the invisible being whispered sweetly.
82615.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შენ უკვდავი ხარ... ადამიანი უკვდავია, მარადიულია...
You are immortal… humans are immortal, eternal…
82616.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მე წაგიყვან „იქ... იმასთან,“ და შენი სიცოცხლეც იქნება მარადიული, მუდმივი... უკუნითი უკუნისამდე.
I shall take you There, to Him, and your life will be eternal, unending … for ever and ever …
82617.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ილოცე და მოგეტევება... შეჰღაღადე და მოგენიჭება.
Pray and you will be forgiven … ask and it will be given to you.
82618.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა!.. – გულის თრთოლვით წაიჩურჩულა კვაჭიმ და ხელები აღაპყრო ზეცით
"Our father, Who art in heaven", Kvachi whispered with trembling heart, raising his hands high.
82619.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
წმინდა იყავნ სახელი შენი; მოვედინ სუფევა შენი; იყავნ ნება შენი...
Hallowed be Thy name; Thy kingdom come; Thy will be done…
82620.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უცებ ლოცვა შესწყვიტა.
Suddenly he stopped praying.