მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82621.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აღარ იცოდა, ვისთვის ან რა უნდა ეთხოვნა.
He didn’t know what to ask for, or whom.
82622.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დამბალი გული ისევ შეიკუმშა და გაკაჟდა.
His resigned heart contracted again and became as hard as flint.
82623.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
უხილავიც სულიდან ამოუფრინდა.
The invisible being fled his soul.
82624.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
აჰ, სისულელეა მაი! –წაიბურტყუნა კვაჭიმ და გაგიჟებულ მხეცივით გალიაში დატრიალდა.
"Oh, that’s all stupidity"! Kvachi muttered and paced about like a maddened beast in a cage.
82625.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერე ისევ კარებს დაეძგერა.
Then he pounded at the door again.
82626.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთ პაპიროსში, რაც გინდა, მომთხოვეთ.
I’ll give you anything you ask for a cigarette.
82627.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დარაჯმა მხოლოდ ერთი სიტყვა გამოსწურა უკბილო ორმოდან.
The guard’s toothless maw uttered just one word.
82628.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
და ისევ არხეინად აბაკუნდა.
And he clattered off, as indifferent as ever.
82629.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ათი წუთის შემდეგ რკინის რაზამ დაიჭახუნა და ნაჭედმა კარებმა დაიჭრაჭუნა.
Ten minutes later the iron bolt clanged and the wrought iron doors creaked open.
82630.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბებერ დარაჯს, უბრალო და უთვალო ინვალიდს, ერთ ხელში პაპიროსი ეჭირა, მეორეში მარწუხი.
The elderly guard, a simple, one-eyed veteran, was holding a cigarette in one hand and a pair of pliers in the other.
82631.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შავი ორმო–პირი ააცმაცუნა და ძლივს წამოაგდო: – ჯერ კბილი მომეცი.
His black pit of a mouth opened and closed and just audibly uttered: "First give me a tooth".
82632.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რაო? რა სთქვი?
What? What did you say?
82633.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კბილი მომეცი მეთქი.
I said, give me a tooth.
82634.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭიმ საკანი მოათვალიერა: – კბილი? რა კბილი? რომელი კბილი?
Kvachi looked round the cell: "Tooth, what tooth? Which tooth"?
82635.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შენი კბილი, შენი ოქროს კბილი მომეცი.
Give me your tooth, your gold tooth.
82636.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ხომ არ გაგიჟებულხარ!
You aren’t mad, are you?
82637.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მე? არა, მე სრულ ჭკუაზე ვარ.
Me? No, I’m in my right mind.
82638.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
და ორმო–პირი ისე დაიღრიცა, თითქოს გაიღიმაო, და ლობიოს ოდენა ნაცრისფერი თვალიც ჩაბჟუტა.
And the pit of a mouth grimaced as if it were smiling; the guard screwed up his gray, bean-sized eye.
82639.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ახალი ხარ, იმიტომ არ გესმის.
You’re new, so you don’t get it.
82640.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
რად გინდა ოქროს კბილი?
Why do you need your gold tooth?