მოიძებნა 668045 ჩანაწერი
82661.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭი უმალ საწოლზე წამოწვა.
Kvachi quickly lay on the bed.
82662.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მოხუცმა ფანქარი და ქაღალდი შემოიტანა.
The old man brought pencil and paper.
82663.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
დადე მაგიდაზე! – არხეინად უთხრა კვაჭიმ.
"Put it on the table", Kvachi said calmly.
82664.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მოხუცი საკანში შემოვიდა და კუთხისკენ წავიდა, სადაც კედელზე რკინის პაწაწა მაგიდა იყო მიკრული.
The old man came into the cell and made for the corner where a tiny metal table was fixed to the wall.
82665.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
იმავ წამს საწოლიდან ვეფხვმა იხტუნა.
That instant a tiger sprang from the bed.
82666.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
საკანში გაისმა მოკლე ხრინწი.
A short rasp was audible in the cell.
82667.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭიმ მოხუცი თვალის დახამხამებაზე ზურგით ზურგზე მოიგდო, მარჯვენა ხელი უკან გადაიგდო და დარაჯს ყელზე გადააჭდია, მარცხენაც უკან გაიტარა და მოხუცის ატლინკებული ფეხები მობღუჯა.
In an instant Kvachi had thrown the old man over his back, put his right hand behind and was throttling the guard’s throat, while his left hand also went back and clutched the old man’s convulsing feet.
82668.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კარგა ხანს იდგა წაკუზული კვაჭი, კარგა ხანს ეკიდა ზურგზე წელში გადაზნექილი გაგუდული მოხუცი.
Kvachi stayed crouched for some time, holding the waist of the old man, who was bent double and suffocating.
82669.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
მერე საწოლზე ჩამოუშვა და თითები ყანყრატოში წაუჭირა.
Then he lowered him onto the bed and pressed his fingers into the guard’s windpipe.
82670.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
გატიკული მოხუცი გაყინულ ლობიოს თვალით ჩაციებით შესცქეროდა კვაჭის, თან მოღრეცილ ორმო–პირით ჰკვირობდა კვაჭის უმადურობას.
His face bloated, the old man stared feverishly at Kvachi with his frozen bean of an eye, while the grimacing pit of a mouth complained of Kvachi’s ingratitude.
82671.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ხუთი წუთის შემდეგ დარაჯის ტანისამოსში გადაცმული კვაჭი ფეხაკრეფით მივიდა ეზოს კარებთან.
Five minutes later, Kvachi, changed into the guard’s clothes, crept towards the yard gates.
82672.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ბინდი უკვე გატეხილიყო, ჰყინავდა.
Dawn was already breaking, it was freezing cold.
82673.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ეზოში ავტომობილი შემოცურდა, გაჩერდა და გრიალი ასტეხა.
A motor car crawled into the courtyard, stopped, and sounded its horn.
82674.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ავტომობილიდან ქურქში გახვეული სამხედრო კაცი ჩამოხტა და ციხის კანცელარიაში შევიდა.
A military man in a fur coat got out of the car and went into the prison office.
82675.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭიმ ბრალმდებელი იცნო, რომელიც კვაჭის სიკვდილს მოითხოვდა.
Kvachi recognized his prosecutor, the man who had demanded the death sentence for him.
82676.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ავტომობილი მოტრიალდა და ისევ გაჩერდა.
The car turned round and stopped again.
82677.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
შოფერიც ჩამოხტა და ყაზარმაში შევიდა.
The driver got out and entered the barracks.
82678.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
კვაჭიმ თავი დაჰღუნა და სირბილით ეზო გადასჭრა.
Kvachi ducked down and ran across the courtyard.
82679.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ერთი წუთის შემდეგ ის ავტომობილი მთავარი კარებისკენ დაიძრა.
A minute later the car headed towards the main gates.
82680.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეხუთე
ნამძინარევმა დარაჯმა კარები მაშინვე გააღო და მხოლოდ შემდეგ მოიფშვნიტა თვალები.
The sleepy sentry instantly opened the gates and only later rubbed his eyes.